აი როგორ უნდა დავწიოთ ქოლესტერინის დონე სახლის პირობებში! ეფექტი გარანტირებულია..

ქოლესტერინი ორგანული ნაერთია ადამიანის უჯრედებში, რომლის 80% სინთეზირდება ღვიძლში, ხოლო 20% ორგანიზმში საკვების საშუალებით ხვდება. ქოლესტერინი არსებობს ორი სახის:- „ცუდი ქოლესტერინი“, რომელიც ღვიძლიდან სხვა უჯრედებში გადადის და „კარგი ქოლესტერინი“, რომელიც ორგანიზმის უჯრედებიდან ღვიძლში გადადის, რის შემდეგაც იშლება.

კარგი ქოლესტერინი ძალიან ბევრ პროცესში ღებულობს მონაწილეობას:

  • ის აყალიბებს უჯრედულ მემბრანებს
  • გარდაქმნის მზის შუქს D ვიტამინად
  • მონაწილეობს ანდროგენისა და ესტროგენის ჰორმონების გამომუშავებაში
  • სინთეზირებს კორტიზოლს, ალდოსტერონს და სხვა თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონებს
  • მონაწილეობს სხვა ცხიმების მეტაბოლიზმში

რაც შეეხება “ცუდ ქოლესტერინს” თუ ის ჩვენს სისხლში დაგროვდა დიდი რაოდენობით, იწვევს სიცოცხლისთვის სასიშ გართულებებს, როგორიცაა ინფაქტი, ინსულტი და სხვ.

სწორედ იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ ინფარქტისა და ინსულტის საშიშროება, გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო რჩევასა და ხალხურ რეცეპტებს.

ფიტოთერაპიაში არსებობს მცენარეული საშუალებები, რომლებიც აქვეითებს ქოლესტერინის დონეს.

საშუალებები, რომელიც აქვეითებს ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში არის:

ცაცხვის ყვავილი, კრაზანა, ჟენშენი, ნიახურის ნაყენი, კუნელის ნაყოფი, სელის თესლი, გოგრის თესლი, ნუში, ზეითუნის ზეთი, გაღვივებული ხორბლის მარცვლები (სანამ ის ღვივი გამწვანდება), ახალი-2 დღის წამოწვერილი რომ არის ის უნდა გაატაროთ და შეურიოთ თაფლი და მიიღოთ. გარდა იმისა რომ ეს აქვეითებს ცუდ ქოლესტერინის დონეს, აგრეთვე არაჩვეულებრივია სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემის მოსახნელად.

საშუალებები, რომლებიც შეწოვას აქვეითებს:

ბაბუაწვერას ფესვები, ნიორი, მწვანე ხახვი, ნიგოზი, სააფთიაქო გვირილა.

ხოლო ორგანიზმიდან გამოდევნის ჭარბ ქოლესტერინს:

ცხენის წაბლი, მრავალძარღვა, კუნელის ფოთლები, ვაშლის ძმარი.

იმისათვის, რომ ეფექტური აღმოჩნდეს მკურნალობა, აუცილებელია დიეტა:

  • მოერიდეთ ცხოელური ცხიმის შემცველ საკვებს
  • კარგია ფეხით სიარული
  • ფიზიკური აქტივობა (ვარჯიში)

ცუდი ოლესტერინის დასაქვეითებლად აუცილებელია ღვიძლის გაწმენდა

ამისათვის კარგი მცენარეების ნახარში, რომლებიც შეგიძლიათ ცვალოთ და მონაცვლეობით მიიღოთ. ეს მცენარეებია: -გულყვითელა, ორკბილა, უკვდავა, ფარსმანდუკი, კამის თესლი, ცერეცოს თესლი, სიმინდის თმა, ასკილის ნაყოფი.

Facebook კომენტარები