აი როგორ უნდა გავაქროთ სწრაფად სისხლჩაქცევებისგან გამოწვეული ტკივილი! ის რაც გამოგადგებათ..
ალბათ ყველას ცხოვრებაში მინიმუმ ერთელ მაინც ჰქონია გალურჯებული ადგილი ან სისხლჩქცევები. სილურჯეს ძირითადად იწვევს ძლიერი ფიზიკური ზეწოლა კანზე (მირტყმა ან მსგავსი მოქმედება). სისხლჩაქცევის დროს კი ხდება კანის ქვეშ კაპილარების გახეთქვა.
სისხლჩაქცევების დროს ტკივილის სწრაფად მოსაშორებლად გვინდა გაგიზიაროთ ძალიან მარტივი და ხელსაყრელი რეცეპტი, რომელსაც თავად ვიყენებ საჭიროების შემთხვევაში.
მარილი ხელს შეუწყობს სისხლჩაქცევების დროს ტკივილის შემსუბუქბეას
თუ ძლიერად დაარტყით ან დაეცათ და დაგემართათ სისხლჩაქცევა, მაშინ ტკივილის შემსუბუქება შესაძლებელია ფიზიოლოგიური ხსნარით.
ასეთ დროს ტკივილის შესამსუბუქებლად გამოგადგებატ ეს ნარევი.
აიღეთ 2 ჩ. კ. უხეში მარილი და 200-250 მლ /ლ წყალი (დაახლოებით 1 ჭიქა)
ასეთ დრო სასურველია გამოიყენოთ წვიმის წყალი, გამდნარი სუფთა თოვლი ან გამოხდილი წყალი. თუ ასეთი წყლის საშუალეა არა შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი სუფთა ონკანის წყალი.
მომზადების პროცესი:
აიღეთ თასი, მასში ჩაყარეთ მარილი და დაასხით თბილი წყალი. აურიეთ კოვზით მარილის სრულ გადნობამდე. მარილის კონცენტრაცია ხსნარში 2 ჩ. კ. 250 მლ /ლ წყალზე (ეს არის 8%) 2 ჩ. კ. 200 მლ-ზე (10%) და არ უნდა აღემატებოდეს მაქსიმალურ 10%-ს, რათა ზიანი არ მიაყენოს.
გამოყენების მეთოდი:
მიღებულ წყალში დაასველეთ 4 ფენად დაკეცილი ბამბის ქსოვილი (სუფთა მარლა ან ნაწერი). მსუბუქად გაწურეთ (ისე, რომ წვეთები აღარ გასდიოდეს) და დაიდეთ დაზიანების ადგილზე. შემდეგ ზემოდან დაამაგრეთ მხოლოდ სახვევით, რადგან სახვევმა უნდა ისუნთქოს. ეს არ არის კომპრესი. შეინახეთ სახვევი მინიმუმ 8-10 საათის განმავლობაში.
სახვევის დადებამდე ჩამოიბანეთ დალურჯებული ადგილი თბილი წყლით და საპნით, ხოლო სახვევის შემდეგ მარილი ორგანიზმიდან თბილი, ნესტიანი პირსახოცით მოიწმინდეთ.
გაიმეორეთ ეს პროცედურა რამდენჯერმე და ეს დაგეხმარებათ გაათავისუფლოთ
ანთება და შეშუპება. ეს პროცესი დააჩქარებს ტკივილის, სილურჯისა და შეშუპების გაქრობას.