მოიშორეთ აკნე ბუნებრივი მეთოდებით! შედეგი საოცარია

აკნეს გამოჩენა სახეზე ძალიან დიდ დისკომფორტს იწვევს როგორც გოგონებში, ასევე ბიჭებში. მით უმეთეს თუ ის ისეთ დროს გამოჩნდა, როდესაც მნიშვნელოვანი შეხვედრა გაქვთ.

აკნეს გამომწვევი უამრავი ფაქტორი არსებობს:

მათ შორისაა:- ჩაკეტილი ფორები, ბაქტერიები და ჰორმონები. ჰორმონალური აკნეს მკურნალობა ცოტა უფრო რთულია, მაგრამ ადვილია ისწავლო როგორ მოიშორო აკნე ბუნებრივად, თუ ეს გამოწვეულია რომელიმე სხვა მიზეზით.

და რა შეიძლება გააკეთოთ აკნეს სახლში სამკურნალოდ?

გაეცანით 11 ჯანსაღსამკურნალო საშუალებას აკნეს დროს..

ვაშლის ძმრის სარგებელი-გააზავეთ ვაშლის ძმარი წყალში და წაისვით სახეზე, რათა მოიცილოთ კანის მკვდარი უჯრედები. არ ინერვიულოთ - სუნი არ რჩება გაშრობის შემდეგ.

ალოე-ალოე ცნობილია თავისი გამაგრილებელი თვისებებით. ალოე ასევე სასარგებლოა ანთების სამკურნალოდ და კანის გაჯანსაღებაში, რაც მას აკნეს იდეალური სამკურნალო საშუალებად აქცევს. შეიზილეთ ალოეს ახალი ნაჭერი თქვენს კანზე, ან გამოიყენეთ ალოე ვერას გელი.

ებრძოლეთ აკნეს თაფლის ნიღბით-თაფლი ულტრა დამატენიანებელია თქვენი კანისთვის და ის კლავს მიკრობებს. წაისვით თაფლი თქვენს სახეზე ან შეურიეთ კანის სხვა საშუალებებს (როგორიცაა შვრიის ფაფა ან ჩვეულებრივი იოგურტი) ნიღბის გასაკეთებლად.

მწვანე ჩაი აკნეს გასაქრობად-მოამზადეთ ძლიერი მწვანე ჩაი და გააცივეთ. შემდეგ ამ სითხეში დაასვლეთ ბამბის დისკი და წაისვით სახეზე. მწვანე ჩაი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც კარგია თქვენი კანისთვის და მას შეუძლია მოკლას გარკვეული ტიპის ბაქტერიები.

კურკუმას ნიღაბი-კურკუმა ცნობილია თავისი ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. შეურიეთ წყალი კურკუმას ფხვნილს, რათა შექმნათ პასტის მსგავსი მასა. შემდეგ წაისვით ნარევი დზიანებულ კანზე. გაიჩერეთ 5-10 წუთი. შემდეგ ჩამოიანეთ თბილი წყლით. ის ამშვიდებს აკნეს, ხელს უწყობს შეხორცებას და კლავს კანზე არსებულ ნებისმიერ ბაქტერიას.

ასპირინი- ასპირინი შეიცავს სალიცილის მჟავას, რომელიც არის აქტიური ინგრედიენტი აკნეს სამკურნალოდ. დაფხვენით ასპირინი და დაუმატეთ მცირე რაოდენობით წყალი, რომ მიიღოთ პასტა. წაისვით ნაყენი აკნეზე და გაიჩერეთ 15-20 წუთის განმავლობაში.

კანის ზეთი-გსურთ იცოდეთ როგორ მოვიშოროთ აკნე და ცხიმიანი კანი? სცადეთ მეტი ზეთის დამატება. უცნაურად ჟღერს, მაგრამ ხშირად, როდესაც ვინმეს ცხიმიანი კანი აქვს, ეს იმის ნიშანია, რომ მისი კანი ნამდვილად დეჰიდრატირებულია და ზედმეტ ცხიმს გამოიმუშავებს კომპენსაციისთვის. თქვენი კანის მოვლის რუტინაში ზეთის დამატება დაგეხმარებათ დაცლილი კანის ხელახლა დატენიანებაში, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში გახდის თქვენს სახეს ნაკლებად ცხიმიანს (და აკნესადმი მიდრეკილს). ქოქოსის ზეთი, ავოკადოს ზეთი და ჟოჟობას ზეთი ყველაზე კარგი არჩევანია.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია