ნაწლავების გასასუფთავებლად მე ყოველთვის ამ რეცეპტს ვიყენებ.. ეს ჩვენი ჯანმრთელობისთვისაა

დროთა განმავლობაში, ნარჩენები და ტოქსიკური ნივთიერებები გროვდება ჩვენს ნაწლავებში, რაც იწვევს ჯანმრთელობის სხვადასხვა რობლემებს, როგორიცაა ნაწლავის არარეგულარული მოძრაობა, დასუსტებული იმუნური სისტემა, ენერგიის ნაკლებობა, დიარეა და ყაბზობა.

იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ ზემოთ ნახსენები პრობლემები, აუცილებელია ნაწლავების დროდადრო გაწმენდა. (უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი დიეტოლოგი წონის კორექციისას თავის პაციენტთან მუშაობას იწყებს მსხვილი ნაწლავის გაწმენდით).

მსხვილი ნაწლავის გასაწმენდად მე ყოველთვის ვიყენებ კეფირისა და სელის თესლის ნარევს.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

ერთი სუფრის კოვზი დაფქული სელის თესლი და ⅓ ჭიქა კეფირი.

მომზადება და გამოყენება:

დილით, სანამ საუზმეს მიირთევთ, აურიეთ სელის თესლი და კეფირი და მიირთვით. ამის გამოყენების დროს, ყოველდღიურად აუცილებლად უნდა დალიოთ მინიმუმ რვა ჭიქა წყალი. გააკეთეთ ეს დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში და შემდეგ გამოტოვეთ რამდენიმე დღე, რათა დაასვენოთ თქვენი სხეული.

კეფირი

კეფირში შემავალი პრობიოტიკური ორგანიზმები ხელს უწყობენ ნაწლავების გაწმენდას, ნაწლავის ფლორის დაბალანსებას და ანადგურებენ პათოგენებს. კეფირი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის აღდგენას, ათავისუფლებს ნაწლავის ანთებით დაავადებებს და ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას.

სელის თესლი

სელის თესლი იდეალურია ნაწლავების გასაწმენდად. ის შთანთქავს წყალს და ფართოვდება მსხვილ ნაწლავში გავლისას.სელის თესლი ცნობილია თავისი ანთების საწინააღმდეგო თვისებებით და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მოხსნის უნარით.

გამოიყენეთ ეს რეცეპტი მსხვილი ნაწლავის გასაწმენდად, რათა თავიდან აიცილოთ ნაწლავის არარეგულარული მოძრაობა, ენერგიის ნაკლებობა, დიარეა და სხვა ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებსაც სწორედ დაბინძურებული ნაწლავები იწვევს.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია