აურიეთ ერთმანეთს თაფლი და ჟელატინი და გამოიყენეთ სახსრების სამკურნალოდ! ყველაზე ეფექტური საშუალებაა რაც კი მიცდია..

ალბათ ადამიანთა უმრავლესობას აწუხებს სახსრების ტკივილი, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო მწვავდება. არც მე ვარ გამონაკლისი. მე თითქმის ყოველ საღამოს მაწუხებდა სახსრების ტკივილი, უკვე იმდენად აუტანელი იყო ტკივილი, რომ ადგომა და დაჯდომა მიჭირდა.

ტკივილის სამკურნალოდ ძალიან ბევრ ექიმთან ვიყავი, ყველა სხადასხვა ფარმაცევტულ საშუალებას მიწერდა, რომელთა ყიდვაც უზარმაზარი თანხა მიჯდებოდა. მიუხედავად ამისა, მე მაინც ვყიდულობდი იმის იმედად, რომ იქნებ და ამ წამალმა მაინც მიშველოსთქო. მაგრამ ყველა მცდელობა უშედეგოდ მთავრდებოდა.

ბოლოს გამიჭირდა როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფინანსურად და დავნებდი.

ერთ დღესაც ინტერნეტში აღმოვაჩინე ერთი ხალხური რეცეპტი. რატომღაც მეგონა რომ ისიც არაფერ შედეგს არ მომცემდა, მაგრამ მაინც ვცადე, რადგან ხალხური რეცეპტი იყო და თუ არ მარგებდა არც მავნებდა.

ამ მკურნალობის კურსი შედგებოდა 10 დღიანი მოხმარებით, გადავწყვიტე სრულად ჩამემთავრებინა კურსი. შედეგი დღითიდღე უფრო მაოცებდა. აქამდე თუ ვეღარ ვახერხებდი ტკივილის გამო ელემენტარულ ადგომას და დაჯდომას, კურსის ჩამთავრების შემდეგ მე ის შევძელი ტკივილის გარეშე.

მინდა ეს რეცეპტი ყველამ იცოდეს, რათა ბევრმა ადამიანმა შეძლოს ჩემსავით გახარება.

ამ რეცეპტის შემადგენელი ინგრედიენტებია ჩვეულებრივი ჟელატინი და თაფლი.

აი როგორ უნდა მოამზადოთ რეცეპტი სახსრების სამკურნალოდ

აიღეთ პატარა თასი და შიგ ჩაყარეთ ერთი ჩაის კოვზი ჟელატინი, დაასხით ერთი ჭიქა წყალი და გააჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში, რომ შესქელდეს. მეორე დღეს, დილით, დაუმატეთ შესქელებულ ჟელატინს ერთი ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი და დაასხით თბილი ადუღებული წყალი. საფუძვლიანად აურიეთ, რომ კარგად შეერიოს ერთმანეთს ინგრედიენტები და დალიეთ დილით, ჭამამდე. ეს პროცედურა გაიმეორეთ 10 დღის განმავლობაში. შემდეგ შეისვენეთ 10 დღე და კვლავ განაგრძეთ მკურნალობა. ეს მკურნალობა მოითხოვს ხანგრძლივ მკურნალობას, დაახლოებით 3 თვემდე.

მნიშვნელოვანი: სახსრების აღდგენა ხდება ადამიანის სხეულის ინდივიდუალური მახასიათებლების მიხედვით.

Facebook კომენტარები