თუ ეს ნიშნები გაქვთ, ე.ი. თქვენს ორგანიზმში პარაზიტები ბუდობენ! დროულად მოახდინეთ მათი გამოდევნა!

ძალიან ბევრმა ადამიანმა არც კი იცის, რომ მის ორგანიზმში შეიძლება პარაზიტები არსებობდეს. ნებისმიერი შეიძლება დაინფიცირდეს პარაზიტებით.

 ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს პარაზიტით რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის..

დაბინძურებული წყლის ან საკვების მოხმარება,

ცუდი სანიტარული პირობები,

ცუდი ჰიგიენა

სუსტი იმუნური სისტემა.

ინფიცირებულ ადგილებში ზემოქმედებით,

დაბინძურებულ ადგილებში მოგზაურობა,

შინაურ ცხოველებთან მჭიდრო კონტაქტმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს დაინფიცირება.

გაგაცნობთ ხუთ გამაფრთხილებელ ნიშანს. ყურადღება მიაქციეთ მათ, რადგან ეს იმაზე მიგანიშნებთ, რომ თქვენი ორგანიზმი პარაზიტებით არის სავსე.

მუცლის ტკივილი

პარაზიტების მიერ გამოწვეული პრობლემაა მუცლის ტკივილი. წვრილ ნაწლავში მცხოვრები პარაზიტები იწვევენ ამ მიდამოში ანთებას და გაღიზიანებას. ეს იწვევს შებერილობის შეგრძნებას და ტკივილს მუცლის არეში.

გარდა ამისა, პარაზიტებს შეუძლიათ ორგანიზმიდან გამომავალი ნარჩენების გავლის დაბლოკვაც კი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი მუცლის ზედა მიდამოში.

საჭმლის მომნელებელი ქრონიკული პრობლემები

ნაწლავის პარაზიტის ინფილტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს ანთება და გაანადგუროს ნაწლავის გარსი, რაც გამოიწვევს ქრონიკულ დიარეას. პარაზიტების მიერ წარმოქმნილ ტოქსიკურ ნარჩენებსაც კი შეუძლია გამოიწვიოს ქრონიკული ყაბზობა, გაზები, შებერილობა, გულისრევა და კუჭის წვა.

თუ ყოველდღიურად მიირთმევთ ბოჭკოვან, მაღალ ტუტე საკვებს და კვლავ გაქვთ დიარეა ან საჭმლის მომნელებელი სხვა პრობლემები, იფიქრეთ პარაზიტის მოცილებაზე.

დაღლილობა და სისუსტე

დაღლილობა ასევე შეიძლება იყოს ორგანიზმშიბ პარაზიტების არსებობის ნიშანი. ეს ძირითადად გამოწვეულია ნაწლავის ჭიებით, რომლებიც ამცირებენ ორგანიზმს სასიცოცხლო მნიშვნელობის ნუტრიენტებით.

ვიტამინების, მინერალების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მალაბსორბციას შეუძლია ორგანიზმი დაასუსტოს, გამოიწვიოს დეპრესია და ზოგადი აპათიის განცდა. ამან შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა გონებრივ, ფიზიკურ და ემოციურ დონეზე.

მადის ცვლილება და წონის უეცარი ცვლილება

თუ შეამჩნევთ მადის უეცარ ცვლილებას, განსაკუთრებით მადის მომატებას, ეს შესაძლოა თქვენს ორგანიზმში პარაზიტების არსებობის გამო იყოს. ეს იმიტომ ხდება, რომ პარაზიტები მოიხმარენ ინფიცირებული ადამიანის მიერ მოხმარებულ საკვებს, რაც ჩვეულებრივზე ხშირად იწვევს მუდმივად შიმშილის შეგრძნებს.

ანუსის ირგვლივ ქავილი

ანუსის ირგვლივ ქავილი პარაზიტული ინფექციის კიდევ ერთი ნიშანია. განსაკუთრებით ისინი, ვისაც ჭიები აწუხებს, ხშირად უჩივიან ანუსის ირგვლივ ქავილს ან დისკომფორტს. ანუსის ირგვლივ ქავილი ხშირად ჩნდება ღამით, როცა მდედრი ჭია კვერცხებს დებს.

თუ თქვენ გაქვთ ქავილი ანუსის გარშემო ღამით ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში და გამონაყარის ნიშნები არ გაქვთ, მიმართეთ ექიმს.

Facebook კომენტარები