როგორ უნდა იკვებოს დიაბეტით დაავადებულმა ადამიანმა? ეს საჭირო ინფორმაციაა..

არსებობს ორი სახის დიაბეტი: პირველი და მეორე, პირველი სახის დიაბეტს აკონტროლებს ინსულინი: რაც უფრო ნაკლები რაოდენობის შაქარი გადადის სისხლში, მით უფრო ნაკლები ინსულინის შეყვანაა საჭირო. მეორე ტიპის დიაბეტის დროს საკუთარი ინსულინი საკმარისია, საჭიროა მხოლოდ შესაბამისი გარემოს შექმნა, რომ იმოქმედოს. ამ შემთხვევაში საუბარია არა მხოლოდ დიაბეტურ კვებაზე, არამედ ჭარბი წონის მქონე პირთა კვებაზეც. რაც უფრო მეტი ჭარბი წონა აქვს ადამიანს, მით მეტი ალბათობა არსებობს სხვადასხვა დაავადების განვითარების, მათ შორის შაქრიანი დიაბეტისაც.

შაქრიანი დიაბეტის დროს აკრძალვა ძირითადად ორი სახის პროდუქტს ეხება. ეს არის პირველ რიგში ყურძნის შაქარი — გლუკოზა. ეს სწორედ ის შაქარია, რომელსაც სისხლში აღმოაჩენენ ხოლმე. ამიტომ იკრძალება ყურძენი, ყურძნის წვენი და ყველაფერი, რაც გლუკოზას შეიცავს. გამიზნულად გამორიცხეთ რაციონიდან ჭარხლის შაქარიც, ანუ საქაროზა. ეს დამატკბობელი შედის უმეტესად საკონდიტრო ნაწარმში, სხვადასხვა ხილსა და უბრალოდ ტკბილ წყლებში, განსაკუთრებით იმპორტული წარმოშობის და ასევე სხვადასხვა წვენებში. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა ორი ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა გაიგონ. ნახშირწყლები შეიძლება იყოს რთული, მაგალითად კრახმალი, ცელულოზა (ჩვენ მათ ვხვდებით ცომეულ ნაწარმში, ხილში, ბოსტნეულში) და უფრო მარტივი, ანუ მოკლე (მწარე ალაოს შაქარი — მალტოზა, არატკბილი რძის შაქარი – ლაქტოზა და უფრო ტკბილი ფრუქტოზა).

სხვა პროდუქტები, კონკრეტულად კი ნახშირწყლები, რომლებიც პირდაპირ მოქმედებენ სისხლში შაქრის რაოდენობის მატებაზე, საკვებში ნორმალური ფიზიოლოგიური რაციონის მიხედვით უნდა გამოიყენოთ, დაახლოებით 55-60% ენერგეტიკული მოცულობით, მთელი დღეღამის რაციონიდან.

თხევადი რძის პროდუქტები რძის შაქარს შეიცავენ. ამიტომ, მიუხედავად მათი ცხიმიანობისა, არ შეიძლება ერთ მიღებაზე 150 მლ-ზე მეტის, მაქსიმუმ 200 მლ-ის მიღება. ანუ გონივრული პრინციპი უნდა დაიცვათ, თანდათან დაიტვირთოთ. ავადმყოფს შეუძლია დღეში 1 ლ კეფირი ან რძე მიიღოს, მაგრამ ეს განსაზღვრული ინტერვალებით უნდა გააკეთოს, დაახლოებით 3-4 საათში ერთხელ. ხილის მიღებისას მნიშვნელოვანია მათი წონა, ზომა. ის, რაც ხელისგულზე ან მუჭში დაეტევა, შეიძლება მიიღოთ ერთ მიღებაზე. ანუ ყველაფერი გონივრულად. ნახშირწყლები, რომლებსაც პურ-უნთუშეულის გამოსაცნობად ან მაკარონის წარმოებაში ვიყენებთ, უფრო უხეში უნდა იყოს. ორგანიზმმა რაც შეიძლება დიდხანს უნდა გადაამუშაოს საკვები, რომ გლუკოზის საბოლოო რაოდენობა უფრო ნელა დაგროვდეს.

როცა ავადმყოფის კვებაზე ვსაუბრობთ, მთლიანობაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა შეზღუდოს ენერგიის მიღება და მისი ხარჯვა. ამიტომ რეკომენდებულია ფიზიკური დატვირთვის ზრდა მაშინ, როცა თავს ჯანმრთელად გრძნობთ. სასურველია, რომ ეს დატვირთვა დროში იყოს გაწელილი. საკვების მიღებისას უმჯობესია ბოლომდე არ დანაყრდეთ.

თუ ადამიანი 70 კგ-ს იწონის, უნდა მიიღოს 60-70 გრ ცილა, მათგან მესამედი მცენარეული (კარტოფილი, ლობიოს ჯიშის მცენარეები, სოიო), 50-70 გრ ცხიმი, მათგან ორი მესამედი მცენარეული ცილის დღე-ღამური მოთხოვნილება კომპენსირდება უცხიმო ხორცით 200-250 გრ, ერთი კვერცხით (დიაბეტის დროს უმჯობესია კვირაში 2 კვერცხის მიღებით შემოიფარგლოთ) და 50 გრ უცხიმო ხაჭოთი, არაჟნით, კეფირით და რძით, კიდევ ერთი ვარიანტი: 200-300 გრ უცხიმო, უმჯობესია ზღვის თევზი, ერთი კვერცხი, 100 გრ უცხიმო ხაჭო, ჭიქა კეფირი.

ცხიმები უნდა შეზღუდოთ. ეს განსაკუთრებით იმ პროდუქტებს ეხება, რომლებიც ფარულ ცხიმებს შეიცავენ. ესაა სოსისები, სარდელები, ძეხვი, მათზე უმჯობესია საერთოდ უარი თქვათ.

სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”-ზე დაყრდნობით.

Facebook კომენტარები