ეს ფაფა შეიზილეთ მტკივან ადგილზე რადიკულიტისა და მიოზიტების დროს! 

გავა-წელის მიდამოს ქრონიკული რადიკულიტი პირველ რიგში სხვადასხვა ინტენსივობის მქონე წელის ტკივილებით გამოვლინდება. ტკივილები შესაძლოა აღინიშნებოდეს როგორც წელის მიდამოში, ასევე საჯდომი ნერვის გასწვრივ. წელის მიდამოში ტკივილების დაწყება იმაზე მიუთითებს, რომ ხერხემალში ყველაფერი რიგზე არ არის.

ტკივილები შეიძლება იყოს ყრუ, მჭიმავი, მტეხავი ხასიათის და თითქმის ყველა
შემთხვევაში ადამიანს უმოძრაოს ხდის. ზოგჯერ ეს ტკივილები ძლიერდება ხველის, ცემინების, გაჭინთვის დროს.

გავა-წელის რადიკულიტი ჩვეულებრივ ერთმხრივია, ამასთან დაზიანება შემოიფარგლება ფესვების მცირე რაოდენობით ან ერთი ფესვით. მხოლოდ ხერხემლის მოძრავი დისკის ან მისი უკან გადანაცვლების დროს, დაავადება ვითარდება თანდათან, პერიოდული გამწვავებით. ამ დაავადების დროს ავადმყოფისთვის ძლიერ მნიშვნელოვანია მასთან შეგუება, ადამიანს შეუძლია ნორმალურად ცხოვრება და შრომა, შეუძლია დარჩეს თითქმის ჯანმრთელი, მაგრამ მთლიანად რომ განიკურნოს, ამისთვის დიდი ძალისხმევაა საჭირო.

დაავადებას ანგარიში უნდა გაუწიოს მუდმივად – სამუშაოზეც, დასვენების დროსაც და ოჯახურ ცხოვრებაშიც.

ყოველდღიური, ხერხემლის 15 წუთიანი ვარჯიში აიძულებს დაავადებას დროებით უკუიქცეს. პირველად ვარჯიშის შესრულება ძნელია – უშლის ტკივილი, მაგრამ მკურნალობის შეწყვეტა არშეიძლება არც ერთი დღით.

ქრონიკული რადიკულიტის მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია სითბოს გამოყენება ნებისმიერი სახით. ეს შეიძლება იყოს ტომსიკაში მოთავსებული ცხელი ქვიშა, ცხელი მარილი, სოლუქსი, კვარცი, ცხელი ნაქლიბი (ნახერხი) და ასე შემდეგ.

გთავაზობთ ხალხურ რეცეპტებს გავა-წელის ქრონიკული რადიკულიტის გარეგანი მოხმარებისთვის

• მდოგვი გამოიყენება, როგორც ადგილობრივად გამაღიზიანებელი და განმარიდებელი საშუალება, მდოგვის ქაღალდისა და ფხვნილის სახით.

მდოგვით შეიძლება მოვამზადოთ შემდეგი რეცეპტი: მშრალი მდოგვი – 100 გრ, სუფრის მარილი – 200 გრ, ნავთი. შეურიეთ მარილი მდოგვში და დაუმატეთ ნავთი იმდენი, რომ საფუარი მასა მიიღოთ, ეს ფაფა შეიზილეთ მტკივან ადგილზე რადიკულიტისა და მიოზიტების დროს, 1-2 ჯერ დღეში.

• აიღეთ ორი პარკი წითელი მწარე წიწაკა, წვრილად დაჭერით და შეურიეთ 300 მლ ნიშადურის სპირტი. დააყენეთ 14 დღე ბნელ ადგილას, ყოველ დღე შეანჯღრიეთ. გამოიყენეთ, როგორც დასაზელი საშუალება რადიკულიტების, დამბლების, მიოზიტების დროს.

• ლენცოფას ფოთლების ექსტრაქტი დააყენეთ მზესუმზირის ზეთზე 4-5 დღე. გამოიყენეთ, როგორც დასაზელი საშუალება, ხასიათდება კარგი ტკივილგამაყუჩებელი თვისებით.

• კანაფის თესლის ზეთი გამოიყენეთ შესაზელად წელის დაავადებების დროს.

• კარგად შეურიეთ ერთმანეთში 1 ჭიქა შავი ბოლოკის წვენი, ნახევარი ჭიქა თაფლი, 2 ს. კ. ძმარი. დააყენეთ 5 დღე მჭიდროდ თავდახურულ მინის ქილაში. ხმარების წინ მტკივან ადგილებზე წაისვით მცენარეული ზეთი (დამწვრობის თავიდან ასაცილებლად), შემდეგ კი დაიდეთ მიღებული ნარევის კომპრესი 30-40 წუთით. ამის შემდეგ გულმოდგინედ მოიწმინდეთ მტკივანი ადგილი და ძილის წინ თბილად შეიხვიეთ, მკურნალობის კურსი 10-12 პროცედურა.

სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი” -ზე დაყრდნობით.

Facebook კომენტარები