მე ყურადღებას არ ვაქცევდი ამ სიმპტომებს, რამაც ძალიან ცუდ შედეგამდე მიმიყვანა.. გაეცანით მას, რომ თქვენც ჩემს მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ..
ხშირად, როცა თავს ცუდად ვგრძნობთ, მას ყურადღებას აღარ ვაქცევთ და ვაგრძელებთ ყოველდღიურ საქმიანობას.
სამწუხაროდ, სწორედ ასეთი მარტივი სიმპტომების ყურადღების არმიქცევა იწვევს სხვადასხვა გართულებებს ჯანმრთელობის მხრივ. თუ პატარა სიმპტომებს არ უმკურნალეთ დაავადება უფრო გამწვავდება და გამოიწვევს ჯანმრთელობის უფრო ღრმა დაზიანებას.
სწორედ ამიტომ, ყოველთვის უნდა მიაქციოთ ყურადღება იმ ნიშნებას, რომლებსაც თქვენი სხეული განიშნებთ.
თვალსაჩინოებისთვის ერთ მაგალითს მოგიყვანთ.
შეიძლება ფარისებრი ჯირკვალი არ იყოს გაღიზიანებული და გადიდებული, მაგრამ თუ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა გაქვთ, მაშინ აუცილელად ორგაიზმი განიშნებთ სხვადასხვა სიმპტომით. თუ ფარისებრი ჯირკვალი გამართულად არ მუშაობს, ის შეიძლება გახდეს ზედმეტად აქტიური და გამოიმუშაოს ძალიან ბევრი ჰორმონი, ან გახდეს შენელებული ან ლეთარგიული და გამოიმუშაოს ძალიან ცოტა ჰორმონი.
ყურადღებით გაეცანით ამ სიმპტომებს და არ უგულებელყოთ ისინი!
ძლიერი გულისცემა
ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების გამო გულისცემა უფრო ძლიერდება. შეიძლება იგრძნოთ, რომ თქვენი გული ერთი-ორად სცემს. დროდადრო შეიძლება იგრძნოთ ფრიალი მაჯის ან კისრის პულსურ წერტილებში.
წონის უეცარი ცვლილება
მიუხედავად იმისა, რომ წონის მატება შეიძლება მრავალმა ფაქტორმა გამოიწვიოს, უმიზეზოდ მატება, შეიძლება მიუთითებდეს, რომ რაღაც არასწორია ფარისებრი ჯირკვალის ფუნქციონირებაში.
ძილიანობა
ფარისებრი ჯირკვალის ფუნქციის დარღვევის კიდევ ერთი მანიშნებელი სიმპტომია ძილიანობა. ფარისებრი ჯირკვლის ლეარგიულმა ჯირკვალმა შეიძლება დღის განმავლობაშიც კი ძილიანობა გამოიწვიოს.
გუნება-განწყობის უმიზეზო ცვლილება
ფარისებრი ჯირკვლის არასაკმარისი აქტივობა თქვენს სხეულში შეიძლება გავლენა იქონიოს ტვინში "ბედნიერების" ჰორმონის სეროტონინის დონეზე, რამაც გაგრძნობინოთ დაღლილობა ან უჩვეულოდ მოწყენა. მეორეს მხრივ, ფარისებრი ჯირკვლის ზედმეტმა აქტივობამ შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა ან გაღიზიანება.
თმის ცვენა და კანის სიმშრალე კანის
ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ფრჩხილების და თმის სიმშრალე და მტვრევადობა. მეორეს მხრივ, კანის ტექსტურის ცვლილება შესაძლოა გამოწვეული იყოს მეტაბოლიზმის შენელებით, რაც თავის მხრივ ამცირებს ოფლიანობას.
ყაბზობა
თუ გაწუხებთ ხშირი ყაბზობა და ვერ ახერხებთ მისგან თავის დაღწევას, ეს შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის ცუდად ფუნქციონირების სიმპტომი. აღსანიშნავია, რომ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის წარმოებამ შეიძლება შეანელოს საჭმლის მონელება თქვენს ორგანიზმში.
კუნთების დაბუჟება ან ტკივილი
თუ გრძნობთ პერიოდულ და უცნაურ დაბუჟებას ხელებსა და ფეხებში, შესაძლოა ფარისებრი ჯირკვალი გამართულად არ მუშაობდეს. ფარისებრი ჯირკვალის არასაკმარისმა აქტივობამ თქვენს სხეულში შეიძლება დააზიანოს ნერვები, რომლებიც სიგნალებს ატარებენ თქვენი ტვინიდან სხეულის დანარჩენ ნაწილზე. შედეგად, უცნაური ან აუხსნელი კრუნჩხვები და მანკიერებები ხდება.
მაღალი არტერიული წნევა
შეიძლება დაგჭირდეთ ფარისებრი ჯირკვლის შემოწმება, თუ გაქვთ მაღალი წნევა და ვერ ახერხებთ პრობლემის მოგვარებას. არააქტიური ფარისებრი ჯირკვალმა შეიძლება გამოიწვიოს "ცუდი" ქოლესტერინის მაღალი დონე, რაც იწვევს არტერიულ წნევას.
თუ ზემოთ აღნიშნული სიმპტომები გახასიათებთ, მაშინ შეიძლება თქვენი ფარისებრი ჯირკვალი გამართულად არ ფუნქციონირებდეს. არ უგულებელყოთ ისინი!