avia.ge

დიდი ხნის მანძილზე ვერ ვუმკლავდებოდი უძილობას.. ბოლოს ამ მეთოდს მივმართე და როგორც იქნა შევძელი დაძნება

დიდი ხნის განმავლობაში ვიტანჟებოდი უძილობით.ვისაც ეს არ გამოგიცდიათ მერწმუნეთ, ძალიან გაგიმართლათ. ამაზე საშინელი არაფერი იყო. მთელი ღამე თვალს ვერ ვხუჭავდი, ხან რა ვცადე, ხან რა, მაგრამ ყველაფერი უშედეგოდ დამთავრდა. ძალიან ცუდად მახსენდება ეს პერიოდი. თან ღამე დრო ძალიან ნელა გადის. ძლივს გათენდებოდა და უძილოსა და დაღლილს მიწევდა ყოველდღიური საქმის კეთება.

ერთხელ ჩემი გასაჭირი ჩემს თანამშრომელს მოვუყევი და მან ეს რეცეპტი მირჩია. მე იმ ღამესვე დავიწყე მისი გამოყენება. ნელ-ნელა მწყობრში დგებოდა ჩემი ძილის რიტმი. მინდა ეს თქვენც გაგიზიაროთ. იქნებ თქვენც გამოგადგეთ.

კარგი და მყარი ძილის გამოსამუშავებლად გარკვეული წესები უნდა დაიცვათ.

გამოიმუშავეთ ჩვევა, რომ განსაზღვრულ დროს დაწვეთ, გაისეირნოთ ძილის წინ, გაიკეთოთ ზოგადი მასაჟი, ძილის წინ გაანიავოთ ოთახი, მოერიდოთ ძილის წინ ამაღელვებელ საუბარს, სტრესულ სიტუაციებს, ემოციურ სატელევიზიო გადაცემებს.

ძილის წინ ბევრი არ ჭამოთ, არ ივახშმოთ 8 საათის შემდეგ, არ მიეჩვიოთ საძილე საშუალებებს.

ძილის დროს თუ გაგეღვიძებათ, არ დაიწყოთ დაძაბული ფიქრი რაიმეზე, ილოცეთ და გააგრძელეთ ძილი.

რეცეპტები, რომლებიც დაგეხმარებათ ძილის ხარისხის გაუმჯობესებაში

• კარგია თუ ოთახში იდგება ლავანდას, როზმარინის, სალბის, აბზინდის, ნემსიწვერას თაიგული.

• ბალიში გაავსეთ სვიის გირჩებით ან გამხმარი ტყის თივით.

• აიღეთ 2 ს. კ. კანაფის თესლი, დანაყეთ, გაცერით, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ შეფუთული ნარევი 1 საათის განავლობაში, სვით თბილი სახით 2 მიღებაზე ძილის წინ. თავიდან სვით ნახევარი ჭიქა დაძინებემდე 2 საათით ადრე. 1 საათის შემდეგ დალიეთ დარჩენილი მასა ნალექით. ეს საშუალება რეკომენდებულია ქრონიკული უძილობის დროს.

• ვისაც უძილობა გაწუხებთ ძილის წინ დალიეთ 1-2 ჭიქა თხის რძე.

• მოხუცებულობის უძილობის დროს მიიღეთ თეთრი ლილიის სპირტიანი ნაყენი. 2 ს. კ. ყვავილებს დაასხით 200 მლ არაყი და გააჩერეთ თბილ, ბნელ ადგილას 14 დღე. დროის გასვლის შემდეგ გაწურეთ ნაყენი და სვით 25 წვეთი ძილის წინ.

• ვისაც უძილობა გაწუხებთ, ყოველ დღე ვახშმის წინ მიირთვით 1 ს. კ. თაფლი ან თაფლიანი წყალი.

სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”-ზე დაყრდნობით.

Facebook კომენტარები
aviabiletebi online