როგორ გავასუფთავოთ ხერხემალი ჩალაგებული მარილებისგან სახლის მეთოდებით? ეს რეცეპტები თქვენი მშველელი იქნება!

მოზრდილი ადამიანის ხერხემალი შედგება 24 თავისუფალი მალისაგან. შვიდი კისრის, თორმეტი გულ-მკერდის და ხუთი წელის. ხერხემლის შემადგენლობაში შედის ასევე გავის ძვალი (ხუთი ერთმანეთთან შეზრდილი მალა) და კუდუსუნი (ხუთი ერთმანეთთან შეზრდილი მალა, რომელთაც რამდენადმე მაინც გააჩნიათ მოძრაობის უნარი). გულ-მკერდის მალები შენაწევრებულია ნეკნებთან და მკერდის ძვალთან ერთად ქმნიან გულ-მკერდის ყაფაზს.

ხერხემლის დამახასიათებელი სიმრუდეები ანიჭებს მას ამორტიზაციულ თვისებებს. ტანდეგობის დარღვევისას ხდება სხეულის სიმძიმის ცენტრის გადანაცვლება, ირღვევა ერთმანეთთან მიმართებაში მალათა მდებარეობა, უარესდება ნერვული იმპულსების გატარება, ირღვევა ხერხემალთან მიმდებარე ქსოვილების, მალების და მალთაშუა დისკების სისხლით მომარაგება და საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფა.

როდესაც მალთაშუა ხრტილოვანი დისკები მოქნილობას კარგავს, ყალიბდება დაავადება ოსტეოქონდროზი. ეს დაავადება ნერბულ დაავადებათა სტრუქტურაში ერთ-ერთი პირველია. თავდაპირველად იწყება ძვლების დაშლა და ხერემლის ხრტილოვანი და იოგოვანი აპარატის მოქნილობის დაკარგვა. შემდეგ, ბოლო სტადიაზე ხერემალში ლაგდება მარილი.

საჭიროა ვიცოდეთ: თუკი არსებობს ხერხემლის დაავადება, ე.ი არსებობს დარღვევები სხვა ორგანოებშიც.

საბედნიეროდ არსებობს გზები, რომლის დახმარებითაც შეძლებთ გაიყუჩოთ და უმკურნალოთ ოსტეოქონდროზს.

ოსტეოქონდროზის მკურნალობა ბალახებით

• მარილების (ოქსალატების) გამოსადევნად: გულმოდგინედ გარეცხეთ და დაჭერით წვრილ რგოლებად ოხრახუშის 2 მსხვილი ძირი, მოათავსეთ მომინანქრებულ ქვაბში და დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი. ადუღეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთი, დააყენეთ ნახევარი საათი, ძირები დალიეთ 3 მიღებაზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ყოველდღე მოამზადეთ ახალი პორცია, მკურნალობის კურსი – არანაკლები ერთი თვისა.

• აიღეთ 1,5 ჭიქა ბოლოკის წვენი, ერთი ჭიქა ნატურალური თაფლი, ნახევარი ლიტრი არაყი, ერთი ს. კ. მარილი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ, მიიღეთ 50-50 გრ ძილის წინ.

• ჩვეულებრივი იასამნის გამხმარი ყვავილები ჩაყარეთ ბოთლში თავამდე, არ ჩატენოთ, შეავსეთ არყით და დააყენეთ სითბოში ათი დღე-ღამე, გაწურეთ. მიიღეთ დასალევად 30-40 წვეთი 2-3 ჯერ დღეში, ჭამამდე. ამავე დროს გაიკეთეთ ამავე ნაყენით კომპრესები ან შეიზილეთ იგი მტკივნეულ ადგილებზე.

• აიღეთ 1 ს.კ. ფარსმანდუკის გამხმარი ბალახი, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, შეფუთეთ, დააყენეთ ერთი საათის განმავლობაში. გამოიყენეთ დასალევად თითო ს. კ. 3-ჯერ დღეში.

• აიღეთ 1 ს. კ. ასფურცელას ყვავილი, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 2 სთ, გაწურეთ. სვით თითო ს. კ. 3-4 ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ-ით ადრე.

• სვით ნიახურის ნედლი ძირების წვენი- 2-2 ჩ. კ. 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ-ით ადრე. შეგიძლიათ დაამზადოთ ნაყენიც: 1 ს. კ. ნიახურის ძირებს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 4 სთ. მიიღეთ 50-50 მლ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ-ით ადრე.

• აიღეთ 1 ჭიქა შვრიის მარცვალი, დაასხით 1 ლიტრი წყალი, აადუღეთ ნელ ცეცხლზე სანამ ამ სითხის 1/4 ნაწილი არ აორთქლდება, გაწურეთ. მიიღეთ ეს ლორწოვანი ნახარში (შეიძლება თაფლით ან ნაღებით) ნახევარ-ნახევარი ჭიქა 3-ჯერ დღეში, ჭამამდე.

სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი” -ზე დაყრდნობით.

Facebook კომენტარები