ნახშირის ჟელატინის ნიღაბი შესანიშნავი საშუალებაა ფორების ღრმა წმენდისთვის და შავი წერტილების მოსაცილებლად. აი როგორ ვამზადებ მას..
ამ სტატიაში ჩვენ გაგაცნობთ, თუ რა გავლენას ახდენს ნახშირისა და ჟელატინის სახის ნიღაბი კანზე და გაგიზიარებთ ამ შესანიშნავი საშუალების რეცეპტს.
ნახშირის ჟელატინის ნიღაბი შესანიშნავი საშუალებაა ფორების ღრმა წმენდისთვის და შავი წერტილების მოსაშორებლად. მისი მომზადება და გამოყენება ძალიან მარტივია.
ამ ნიღაბის შემადგენელი ინგრედიენტებია:
1-2 გააქტივირებული ნახშირის ტაბლეტი (მისგამოსაყენებლად წვრილად უნდა დაფქვათ); 2 სუფრის კოვზი თბილი წყალი; 1 სუფრის კოვზი ჟელატინი.
აი როგორ უნდა მოამზადოთ:
თუ თქვენს მიერ შეძენილი ჟელატინი მარცვლოვანია, მაშინ ჩაალბეთ 30°C-მდე გახურებულ წყალში და დაელოდეთ სანამ დაიშლებ. ამის შემდეგ დაშლილ ჟელატინს დაუმატეთ წინასწარ წვრილად დაფხვნილი გააქტიურებული შავი ნახშირი. კარგად აურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთს, რომ მიიღოთ ერთი მასა.
როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს ნიღაბი?
ნიღბის წასმამდე აუცილებლად გაათბეთ სახე ისე , რომ ფორები გაიხსნას. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ორთქლის აბაზანა, ან სვა თქვენთვის სასურველი ფორების გამხსნელი პროცედურა. შვიდი წუთი საკმარისი იქნება ორთქლის აბაზანის მისაღებად.
დაელოდეთ სანამ ტენიანობა არ აორთქლდება სახიდან, ამის შემდეგ კი შეიმშრალეთ სახე რბილი პირსახოცით.
წაისვით თქვენს მიერ მომზადებული ნიღაბი მთლიან სახეზე, (მოერიდეთ თვალების და ტუჩების მიდამოებს), გაიჩერეთ ნიღაბი დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ მოიშორეთ ნიღაბი. ამის შემდეგ კი დაიბანეთ სახე გრილი წყლით და წაისვით თქვენთვის მისაღები სახის დამატენიანებელი კრემი.
თუ ჟელატინის ნიღაბს კარგად ვერ აშორებთ კანს, გამოიყენეთ ცხიმიანი რძე ნიღაბის მოსაშორებლად. წაუსვით ცოტაოდენი ცხიმიანი რძე ბამბის დისკზე და წაისვით სახის ის ადგილები, საიდანაც ნიღაბის მოცილება ძნელია.
შედეგი შესამჩნევი იქნება მისი რამდენჯერმე გამოყენების შემდეგ.