აქამდე ამ ბალახს ვგლეჯდი და ვაგდები. თურმე რა სასარგებლო ყოფილა.. ეს აქამდე უნდა მცოდნოდა!

ალბათ ბევრს შეგინიშნავთ ეს მცენარე თქვენს ეზოსი და სავარაუდოდ ჩემსავით ეზოს დალაგების დროს გლეჯთ და აგდებთ. აქამდე მე სწორედ ასე ვიქცეოდი. ამ ბალახს ჩემი ცოდნით ფსილიუმი ჰქვია. (მრავალძარღვას იშვიათი სახეობა).

ერთხელ ინტერნეტში წავაწყდი სტატიას, სადაც ამ მცენარის სარგებლობის შესახებ წერდნენ. მინდა თქვენც გაგიზიაროთ ამის შესახებ.

მრავალი წლის განმავლობაში ამ მცენარეს იყენებდნენ აკნეს, მტკივნეული ართრიტისა და მენსტრუალური პრობლემების სამკურნალოდ. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის! მას აქვს ჯანმრთელობის სარგებლობის გრძელი სია, თუმცა მე მხოლოდ რამდენიმე მათგანზე გესაუბრებით.

ადგილობრივი გამოყენებისას ის კურნავს ჭრილობებს

მოქმედებს როგორც შემკვრელი საშუალება. იგი დაგეხმარებათ ნაკბენებისა და ჭრილობების შეხორცებაში. ამისათვის უნდა აიღოთ ამ მცენარის ერთი გასუფთავებული ფოთოლი და დაჭყლიტოთ. გამოიყენეთ იგი კანიდან შხამის მოსაშორებლად ან ნაწიბურების და ინფექციების თავიდან ასაცილებლად.

ბუასილის დროს

ამ მცენარეს გააჩნია ძლიერი შემკვრელი თვისებები, რაც სასარგებლოა ბუასილით დაავადებული ადამიანებისთვის. ამ მცენარის მალამო ან ლოსიონი შეიძლება წაისვათ ბუასილის დაზიანებულ ადგილზე ან უმკურნალოთ ცისტიტისა და სისხლდენის დროს. გარდა ამისა, მისი გამოყენება შეგიძლიათ კანის სხვადასხვა წყლულების სამკურნალოდ.

ამოსახველებელი საშუალება

ფსილიუმი შეიძლება გამოყენებულ იქნას რესპირატორული პრობლემებისა და გაციების
დროს. ფსილიუმი შეიცავს მინერალს სილიციუმს, ამიტომ მოქმედებს როგორც ძლიერი ამოსახველებელი საშუალება. ის გეხმარებათ ლორწოსა და ცხვირიდან გამონადენის მოცილებაში. გარდა ამისა, ის ეფექტურად ებრძვის გაციებას, ხველას და სხვადასხვა რესპირატორულ პრობლემებს.

ის გეხმარებათ საჭმლის მონელებაში

ეს არის საუკეთესო წამალი ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ საჭმლის მომნელებელი პრობლემები საკვების ალერგიის, ტოქსინების, ანტიბიოტიკების ან ჰერბიციდების მიმართ. ადამიანების დიდი ნაწილი ამტკიცებს, რომ ფსილიუმის თესლი და ფოთლები სასარგებლოა ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანებისა და ანთების შესამცირებლად. მისი თესლი ასუფთავებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს.

ფსილიუმი სისხლის დაავადებების დროს

ფსილიუმი დაგეხმარებათ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მკურნალობაში. ის განსაკუთრებით სასარგებლოა სისხლის დარღვევების, ჯირკვლოვანი დარღვევების, ტრავმების, დიარეის, ქალური აშლილობის, ვერცხლისწყლით მოწამვლის, კანის პრობლემების, გამონაყარის, ნაკბენის და ა.შ.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია