მხოლოდ ერთი წვეთია საჭირო კბილების გასათეთრებლად, პირიდან უსიამოვნო სუნის მოსაცილებლად და ყელის ტკივილს შესამცირებლად! წარმოუდგენლად სასარგებლოა!

წყალბადის ზეჟანგი ითვლება ბუნებრივ, ეფექტურ და ძალიან უსაფრთხო სადეზინფექციო საშუალებად. მას შეუძლია მოკლას მიკროორგანიზმები მათი დაჟანგვის გზით, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც კონტროლირებადი წვის პროცესი.

ეს არის ჩვეულებრივი ინგრედიენტი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ჭრილობების დეზინფექციისთვის.ის ასევე არის მათეთრებელი დელიკატური ნივთებისთვის.

წყალბადის ზეჟანგი არის უფერო სითხე, რომელიც მხოლოდ ოდნავ უფრო ბლანტია ვიდრე წყალი. ძლიერი ჟანგვის თვისებები პეროქსიდს აქცევს შესანიშნავ მათეთრებელ აგენტად. ჟანგვის თვისებები საშუალებას აძლევს მას რეაგირება მოახდინოს ბაქტერიებზე, ვირუსებზე, სპორებსა და საფუარებზე.

არსებობს მრავალი სხვა რამ, რისთვისაც პეროქსიდი შეიძლება გამოყენებულ იქნას სახლში.

წყალბადის ზეჟანგის გამოყენება პირიდან უსიამოვნო სუნის გასაქრობად

კბილების გასათეთრებლად და პირიდან უსიამოვნო სუნის მოსაცილებად, თქვენ უნდა გამოიყენოთ ჟანგბადიანი წყალი. გაისუფთავეთ კბილები ჩვეულებრივად, შემდეგ ჩამოიბანეთ პირი წყალბადის ზეჟანგით დაახლოებით ათი წამის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ პირი ჩვეულებრივი წყლით. გააკეთეთ ეს კვირაში ერთხელ ძილის წინ.

აკნეს აღმოსაფხვრელად:

წინასწარ დაბანილ და მშრალ სახეზე წაისვით ბამბის დისკით წყალბადის ზეჟანგი დაზიანებულ ადგილზე. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოელდღე სანამ აკნე მთლიანად არ მოგშორდებათ.

ფრჩხილიდან სოკოს მოცილება:

თანაბარი პროპორციით აურიეთ პეროქსიდი და წყალი და ფრჩხილებზე დაიტანეთ, შეეცადეთ არ წაისვათ პირდაპირ ღია წრილობაზე ჭრილობაზე. პროცედურა გრძელდება სოკოს სრულ გაქრობამდე.

ხსნის ყელის ტკივილს:

ნახევარ ჭიქა თბილ წყალს დაუმატეთ 1/4 ჭიქა წყალბადის ზეჟანგი, გამოიყენეთ იგი ყელში გამოსავლებად, რაც მოგცემთ საშუალებას მოკლათ ყელის ბაქტერიები.

როგორც თმის დასაბანი საშუალება:

აიღეთ წინასწარ ადუღებული და გაციებული წყალი და შეურიეთ იგივე რაოდენობის პეროქსიდი. მიღებული სითხე გამოიყენეთ თმის დასაბანად. ეს ნარევი არ არის რეკომენდებული მუქი ყავისფერი ან შავი თმისთვის.

როგორც აღინიშნა, ჟანგბადით გაჯერებულ წყალს უფრო მეტი გამოყენება აქვს, ამიტომ ამიერიდან ის მუდამ უნდა იყოს თქვენი აბაზანის თაროზე.

Facebook კომენტარები