თუ თქვენ გაწუხებთ თმის ცვენა და გსურთ გაიზარდოთ ჯანსაღი და ძლიერი თმა, ეს თმის ტონიკი არის ის, რასაც ეძებთ!

თმის რამოდენიმე ღერის ყოველდღიური ცვენა კანის განახლების ბუნებრივი პროცესია. მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ, თუ უფრო ძლიერი თმის ცვენა დაგვეწყო? ამ შემთხვევაში აუცილებელია გადახედოთ ცხოვრების წესსა და კვებას.

თმის ცვენა ხშირად მიუთითებს ორგანიზმში გარკვეული დარღვევების არსებობაზე.

იმისათვის, რომ სწორად გაუმკლავდეთ ალოპეციის პრობლემას, უნდა იცოდეთ მისი გამომწვევი მიზეზები.

ყველაზე ხშირად, უსიამოვნო პრობლემის მიზეზი შეიძლება იყოს ქალის ჰორმონალური ფონის ცვლილება. თმის ცვენა ქალებში ხშირად იწყება მშობიარობიდან რამდენიმე კვირაში და შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე თვემდე. ეს ხშირად ხდება სტრესის, დაღლილობის, ძილის ნაკლებობის ან/და ორგანიზმში ცილების დონის გაზრდის გამო.

თმის ცვენის მკურნალობა

თუ თქვენ გაწუხებთ თმის ცვენა და გსურთ გაიზარდოთ ახალი, ჯანსაღი და ძლიერი თმა, ეს თმის ტონიკი არის ის, რასაც ეძებთ. მის მოსამზადებლად არ დაგჭირდებათ ძვირადღირებული ნივთიერებების გამოყენება. თან რაც ყველაზე მთავარია, ეს ნარევი არ შეიცავს არანაირ ქიმიკატს, ის სრულიად ბუნებრივია.

ამ ტონიკის შემადგენელი ინგრედიენტებია როზმარინი და დარიჩინი. მოდით სანამ ტონიკის მომზადებაზე გადავიდეთ, გავეცნოთ ცალ-ცალკე ინგრედიენტების სასარგებლო შემადგენლობას.

დარიჩინი:

სკალპის ეს ბუნებრივი გამწმენდი ინარჩუნებს თმის ფოლიკულებს კარგ მდგომარეობაში, ხელს უწყობს თმის ზრდას და ასევე ხელს უწყობს თმის კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებას. მას ასევე აქვს თმის ბუნებრივად გაღიავების თვისებები.

როზმარინი:

ამ ბალახს აქვს შესანიშნავი თვისებები თმისთვის, როგორც ზეთს, ასევე ფოთლების პირდაპირ გამოყენებას. მისი გამოყენების შემდეგ გაიზრდება თქვენი თმის სიცოცხლისუნარიანობა, აძლიერებს მათ, აძლევს ბზინვარებას და ხელს უწყობს მის ზრდას.

ახლა კი გადავიდეთ თავად ტონიკის მომზადებაზე

ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ:

- გაფილტრული წყალი

- დარიჩინი

- როზმარინი

აი როგორ უნდა მოამზადოთ:

აადუღეთ წყალი და შემდეგ დაუმატეთ როზმარინის ფოთლები და დარიჩინის ჩხირები. ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში, გააცივეთ წყალი და დაისხით თავის კანზე, მსუბუქად შეიზილეთ სკალპზე და თმის ღერებზე თითის ბალიშებით.

სასარგებლო: მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თმის ცვენის მკურნალობაში ასევე დიდ როლს თამაშობს ცუდი ჩვევების უარყოფა, დაბალანსებული დიეტა და ძილისა და სიფხიზლის აღდგენა.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია