მოიშორეთ კბილებიდან ქვები სახლის პირობებში! ის ნამდვილად მუშაობს..

პირის ღრუს ჯანსაღი ჰიგიენის დაცვა ჯანსაღი ცხოვრების წესის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, არსებობს ბევრი რამ, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს თქვენს კბილის ჯანმრთელობას.

რამ შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს პრობლემები?

კოფეინის გადაჭარბებული მიღება, მოწევა, არასათანადო და არარეგულარული სტომატოლოგიური მოვლა არის ზოგიერთი ყველაზე გავრცელებული ჩვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს პრობლემები, როგორიცაა კბილის ქვა.

მოგეხსენებათ, რომ სტომატოლოგთან ვიზიტი ძალზე მნიშვნელოვანია პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის. თუმცა, თუ ვერახერხებთ ამას სხვადასხვა მიზეზების გამო, ჩვენ გვაქვს რამდენიმე ბუნებრივი მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ბევრ სტომატოლოგიურ პრობლემას. ყველა მათგანი ბუნებრივია, იაფი და სრულიად უსაფრთხო გამოსაყენებლად!

გლიცერინი და ალოე ვერა

საჭირო ინგრედიენტები:

1 ჩაის კოვზი ლიმონის ეთერზეთი

½ ჭიქა სოდა

1 ჭიქა წყალი

1 ჩაის კოვზი ალოე ვერას გელი

4 ჩაის კოვზი მცენარეული გლიცერინი

მომზადება:

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და გამოიყენეთ კბილების გასახეხად. ის თქვენს კბილებს წუთებში გახდის უფრო თეთრს, შესძენს ბზინვარებას და ჯანმრთელობას.

საცხობი სოდა

საცხობი სოდა შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა მიზნით. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ბუნებრივი სკრაბი ან ბუნებრივი საშუალება კბილების გასათეთრებლად. შეურიეთ 1 სუფრის კოვზი სოდა მარილს. დაასხით წყალი კბილის ჯაგრისზე, შემდეგ დააყარეთ ჯაგრისს სოდისა და მარილის ნარევი და გაიხეხეთ კბილები. გამოიყენეთ ეს მეთოდი კვირაში რამდენჯერმე.

ძმარი

ეს 100% ნატურალური პროდუქტი უსაფრთხოა გამოსაყენებლად. ეს ეფექტურად გაწმენდს კბილებს და შედეგით გაოცებული დარჩებით!

საჭირო ინგრედიენტები:

120 გრ წყალი

2 სუფრის კოვზი ძმარი

1 სუფრის კოვზი მარილი

მომზადება:

ყველა ინგრედიენტები კარგად აურიეთ ერთმანეთს და გამოიხეხეთ კბილები ამ ნარევით. საუკეთესო შედეგისთვის გაიმეორეთ პროცედურა რამდენიმე დღის განმავლობაში დღეში ერთხელ.

ვიტამინის კბილის ნიღაბი

ნადების თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ კბილის ნიღაბი მოამზადოთ. თქვენ უბრალოდ გჭირდებათ ბოსტნეული და ხილი, რომელიც მდიდარია C ვიტამინით, როგორიცაა ფორთოხალი, პომიდორი და მარწყვი. კარგად აურიეთ ისინი თანაბარი რაოდენობით და წაისვით პასტა კბილებზე. დატოვე 6 წუთი. დროის გასვლის შემდეგ დაიბანეთ პირი წყლით. ეს აღმოფხვრის ბაქტერიებს და გაახალისებს თქვენს სუნთქვას.

ფორთოხლის კანი

აიღეთ ფორთოხლის კანი და წაისვით კბილებზე. ეს აღმოფხვრის ბაქტერიებსა და ლაქებს. წაისვით რამდენიმე წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით.

სეზამის მარცვლები

კბილის ქვიშის აღმოსაფხვრელად, ნადების და კბილების გასაწმენდად აიღეთ ერთი სუფრის კოვზი სეზამის თესლი და დაღეჭეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. შემდეგ გადააფურთხეთ. გამოიყენეთ მშრალი ფუნჯი დარჩენილი თესლის მოსაშორებლად. ეს თესლი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ბუნებრივი სკრაბი კბილებიდან ლაქების მოსაშორებლად.

Facebook კომენტარები