კურკუმა თაფლით: ფასდაუდებელი საშუალება, რომელიც ხელს შეუწყობს სისხლის გათხელებას, საჭმლის მონელების გაუმჯობესებას, ჰიპერტენზიას და გაციების მკურნალობას!

ალბათ უკვე გსმენიათ ან წაგიკითხავთ კურკუმაზე, როგორც სანელებელზე, რომელიც ფართოდ გამოიყენება გასტრონომიაში. ის ძალიან სასარგებლო და არომატული სანელებელია თავისი ყვითელი შეფერილობით.

ბუნებრივი მედიცინის ექსპერტები განმარტავენ:

  • თუ იყენებთ კურკუმას ჭამის წინ, ეს გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე,
  • თუ იყენებთ საკვებთან ერთად – მოქმედებს ყელზე და ფილტვებზე;
  • თუ მას იყენებთ ჭამის შემდეგ, მოქმედებს მსხვილ ნაწლავზე და თირკმელებზე.

თუ კურკუმას თაფლს დაუმატებთ, თქვენ მიიღებთ კიდევ უფრო სასარგებლო ნაზავს.

ამ ძლიერი კომბინაციის რეგულარული გამოყენებით, შეგიძლიათ მიიღოთ უპირატესობების ფართო სპექტრი.

სინთეზური ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით, რომლებიც ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ ნახოთ, ეს ნაზავი უარყოფითად არ მოქმედებს ნაწლავის ფლორაზე.

  1. კურკუმასა და თაფლის ნარევის მიღება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ზრდის სასარგებლო ბაქტერიების აქტივობას ნაწლავებში.

2. გაციებისა და გრიპის პირველი სიმპტომების დროს სცადეთ ოქროს თაფლი, რომელიც კურკუმას ფხვნილისა და თაფლის ნაზავია.

3. კურკუმას თაფლით აქვს ეფექტური ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც არა მხოლოდ ანადგურებს დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს, არამედ ხელს უწყობს ბუნებრივ დაცვას.

ამ სტატიაში ჩვენ გაჩვენებთ შესანიშნავ საშინაო საშუალებას, რომელიც ბევრ სარგებელს მოგიტანთ.

მის მოსამზადებლად საჭიროა:

– 1 კოვზი კურკუმა

– 100 გრ ნატურალური თაფლი.

მომზადება:

ორივე ინგრედიენტი მოათავსეთ კონტეინერში და აურიეთ ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე. შეინახეთ ნარევი ჰერმეტულ მინის ქილაში.

როგორ გამოვიყენოთ:

ეს არის ფასდაუდებელი საშუალება, რომელიც უნდა გამოიყენოთ მხოლოდ 3 დღის განმავლობაში.

რეკომენდებული დოზა 1 დღის განმავლობაში არის ½ ჩაის კოვზი ყოველ საათში მთელი დღის განმავლობაში.

მეორე დღეს უნდა მიიღოთ 1 ჩაის კოვზი ყოველ 2 საათში დღის განმავლობაში.

და ბოლოს, მესამე დღეს, თქვენ უნდა მიიღოთ 1,5 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში.

მნიშვნელოვანია, რომ ეს მასა გაიჩეოთ პირში, სანამ ის მთლიანად არ დაიშლება, რადგან ამ გზით მისი თვისებები უკეთესად შეიწოვება.

შენიშვნა:

არ უნდა მიირთვათ კურკუმინი, თუ გაწუხებთ ნაღვლის დაავადება, რადგან კურკუმა იწვევს ნაღვლის ბუშტის კუნთების შეკუმშვას.

ეს საოცარი საშინაო საშუალება დაგეხმარებათ არა მხოლოდ გაციების გამომწვევი ბაქტერიებისა და ვირუსებისგან განთავისუფლებაში, არამედ გააძლიერებს ორგანიზმის ბუნებრივ დაცვას.

ნებისმიერი ხალხური რეცეპტის გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაციები.

Facebook კომენტარები