ქათმის კვერცხს შეუძლია მრავალი დაავადების განკურნება! ეს რეცეპტები ბებიამ მასწავლა..

ბებიას ძალიან სჯეროდა ხალხური რეცეპტების. ის ყოველთვის იწერდა თავის ბლოკნოტში სხვადასხვა სამურნალო რეცეპტებს. სწორედ მისგან ვიცი მეც ბევრი სამკურნალო რეცეპტები. დღეს კი მინდა გაგაცნოთ რამდენიმე მათგანი ქათმის კვერცის გამოყენებით.

ქათმის კვერცხით თქვენ შეგიძლიათ უმკურნალოთ:

  • გაციებასა და სურდოს
  • გახანგრძლივებულ ბრონქიტსა და ბრონქულ ასთმას
  • ხველას
  • სახსრების ტკივილს.

მოდით ყველა ცალ-ცალკე გავიცნოთ

  1. მოამზადეთ კვერცხის გამოყენებით ხველის წამალი.

შეურიეთ 2 სუფრის კოვზი მაღალი ხარისხის კარაქი, 2 ახალი კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი ხორბლის ფქვილი და 2 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი. მიიღეთ პერორალურად 1 ჩაის კოვზი 3-4 ჯერ დღეში.

2. გახანგრძლივებული ბრონქიტისა და ბრონქული ასთმის დროს.

10 ცალი ქათმის კვერცხის ნაჭუჭი გარეცხეთ და გააშრეთ კარგად. შემდეგ კი დაფქვით ძალიან წვრილად, რომ მიიღოთ ფქვილის მსგავსი მასა. ამის პარალელურად 10 ცალი ლიმონის წვენი გამოწურეთ და შეურიეთ კვერცხის ნაჭუჭის ფხვნილს. მიღებული მასა გააჩერეთ ბნელ ადგილას 10 დღის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ გადაწურეთ სუფთა მარლის გამოყენებით.

ცალკე აურიეთ ერთმანეთს 10 ცალი ქათმის გული, 10 სუფრის კოვზი შაქარი და 1 ბოთლი კონიაკი. ეს ნარევი აურიეთ ლიმონის წვენისა და ნაჭუჭის ფხვნილის ნარევს. მიიღეთ 1 ს. კ. 3-ჯერ დღეში 30 წუთის განმავლობაში ჭამის წინ.

3. გაციებისა და გრიპის დროს.

500 მლ ოდნავ გაცხელებული რძე შეურიეთ ახალ ქათმის კვერცხს. დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 ჩაის კოვზი კარაქი. საფუძვლიანად აურიეთ და მიიღეთ ღამით. მეორე დღესვე აღარ გექნებათ ხველა და ცხვირიდან გამონადენი.

4. სახსრების ტკივილის დროს.

მოხარშეთ ქათმის კვერცხი, გამოაცალეთ გული და აიღეთ მისი ნახევარი. (ამ რეცეპტისთვის გვჭირდება მხოლოდ ნახევარი ქათმიის კვერცხის გული) თეფშზე ჩანგლით დაჭყლიტეთ გული. ქვაბში ჩაასხით 1 ჭიქა რაფინირებული მზესუმზირის ზეთი. დაუმატეთ მას ასანთის ყუთის ზომის ფუტკრის ცვილი. დადგით პატარა ცეცხლზე, რომ ცვილი გადნეს. აიღეთ დაჭყლეტილი კვერცხის გული და ჩაყარეთ მდუღარე მზესუმზირის ზეთში. შემდეგ კი გადმოდგით ცეცხლიდან. გააგრილეთ და გადაწურეთ. მტკივანი სახსრები შეიზილეთ ამ მალამოთი და გააკეთეთ კომპრესები დღეში 2 საათის განმავლობაში. ამის გაკეთება შეგიძლიათ ღამითაც. შეინახეთ შუშის კონტეინერში მაცივარში 10 თვის განმავლობაში.

Facebook კომენტარები