ეს სასწაული მეთოდია ღვიძლის გასაწმენდად! მისი ეფექტიურობა დადასტურებულია!

ღვიძლის გაწმენდა მხოლოდ კუჭის გაწმენდის შემდეგ უნდა დაიწყოთ, თუ არადა ღვიძლიდან გამოსული ტოქსინები იმის მაგივრად, რომ გარეთ გამოვიდნენ, წიდებიან ნაწლავებში დაიწყებენ დაგროვებას, ამან კი შეიძლება ორგანიზმის მოწამვლამდე მიგიყვანოთ.

არ შეიძლება ღვიძლის გაწმენდა: შაქრიანი დიაბეტის, შინაგანი ორგანოების მწვავე დაავადებების, ქრონიკული დაავადებების მწვავე ფორმის, გაციების და ინფექციური დაავადებების, სისუსტის, გადაღლის, სტრესის, ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.

ამ სტატიაში გაეცნობით ღვიძლის გაწმენდის სხვადასხვა მეთოდს. გამოიყენეთ რომელიმე მათგანი და საბოლოოდ მოიცილეთ სიბინძურე ღვიძლიდან.

გაწმენდა ბალახებით

პირველი მეთოდი

ეს ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი და სანდო მეთოდია, ოღონდ ხანგრძლივად და რეგულარულად უნდა გამოიყენოთ.

მოამზადეთ ნაკრები: დაანაწევრეთ და ერთმანეთში აურიეთ ერთნაირი პროპორციით მინდვრის შვიტა, სიმინდის ულვაში, მატიტელა, კალენდულას ყვავილები.

აიღეთ 1 ს. კ. ნარევი, დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, ხარშეთ 2 წთ. გააჩერეთ 30-40 წთ, შემდეგ კი გაფილტრეთ.

მიიღეთ 2 ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსი 3 კვირაა, შემდეგ შეისვენეთ 1 კვირა და ისევ გაიმეორეთ მთელი 3-კვირიანი კურსი.

მეორე მეთოდი

თბილ წყალში კარგად გარეცხეთ 3 ჭიქა ეკოლოგიურად სუფთა შვრია კანიანად და ჩაყარეთ 5 ლიტრიან ემალის ქვაბში. იქვე ჩააწყვეთ 3 ს. კ. არყის კვირტები და 2 ს. კ. წითელი მოცვის ფოთლები, დაასხით 2 ლ ანადუღარი და გაციებული წყალი და ერთი დღე-ღამე გრილ ადგილას გააჩერეთ.

სხვა ემალის ჭურჭელში აადუღეთ 1 ლიტრი წყალი, ამასობაში ცივ წყალში გარეცხეთ 1 ჭიქა გამხმარი ასკილის ნაყოფი, დანაყეთ ხის სანაყით და ჩაყარეთ მდუღარე წყალში. ადუღეთ არაუმეტეს 10 წთ-ისა, გადმოდგით ცეცხლიდან და 1 დღე-ღამე გრილ ადგილას გააჩერეთ, დადგით ქვაბი ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. ადუღეთ 15 წთ ნელ ცეცხლზე კარგად თავდახურული, დაუმატეთ 3 ს. კ. მატიტელას ბალახი, 2 ს. კ. სიმინდის ულვაში (შეიძლება შეცვალოთ უკვდავას ბალახით) და კიდევ 15 წთ ადუღეთ, გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ 45 წთ.

ორივე ნაყენი, ისე რომ არ შეანჯღრიოთ გაწურეთ 3 ფენა მარლაში და გააერთიანეთ. მიიღებთ 335 ლ ნახარშს. ჩაასხით მუქი ფერის მინის ბოთლებში და შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 5 დღისა. მიიღეთ 4 ჭიქა თბილი ნაყენი 4-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ-ით ადრე, ბოლო მიღება არაუგვიანეს 19 საათისა. კურსი უნდა ჩაიტაროთ 10 დღე.

გაწმენდის ეფექტის გასაძლიერებლად ყოველდღე, ლოგინიდან აუდგომლად გააკეთეთ
შემდეგი სავარჯიშოები:

სავარჯიშო 1. 3 წთ-ის განმავლობაში დააწექით მარჯვენა ფერდქვეშ ერთმანეთზე დაწყობილი ორივე ხელისგულით.

სავარჯიშო 2. ზურგზე დაწექით, ხელის თითების წვერები დააწყვეთ წერტილზე ჭიპიდან 2 თითით ქვემოთ და დააწექით, თანდათან გააძლიერეთ დაწოლა, სანამ რაღაც მაგარს არ იგრძნობთ. დახუჭეთ თვალები და ისე რომ დაწოლა არ შეასუსტოთ იწექით 2 წუთი, შემდეგ თანდათან გაუშვით თითები.

სავარჯიშო 3. ერთი წუთის განმავლობაში წრიული მოძრაობით საათის მიმართულებით მასირება გაუკეთეთ წერტილს, რომელიც მოთავსებულია 4 თითით ქვემოთ მუხლის კვირისტავიდან, დიდი წვივის ძვლის გარედან, ჯერ ერთ ფეხზე, მერე კი მეორეზე. სავარჯიშოს შესრულების დროს ღრმად და თანაბრად ისუნთქეთ.

სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”- ზე დაყრდნობით.

Facebook კომენტარები