ლიმონის ქერქს შეუძლია სამუდამოდ გაგათავისუფლოთ სახსრების ტკივილისგან! აი როგორ უნდა გააკეთოთ ეს..

დღესდღეობით ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა სახსრების ტკივილია. სახსრების ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა პრობლემების გამო. ეს შეიძლეა იყოს როგორც ასაკი, ასევე სახსრების ირგვლივ ძვლების, მყესების და ლიგატების დაზიანება.

სახსრების ტკივილის დროს თქვენ შეიძლება გქონდეთ სხვადასხვა გვერდითი მოვლენები. მაგალითად:

შეშუპება, სიცხე, სისუსტის შეგრძნება, სიწითლე, სახსრის მოძრაობის დიაპაზონის დაკარგვა და კიდევ სხვა მრავალი.

სახსრების ტკივილი შეიძლება იყოს ძალიან შემაშფოთებელი, რადგან ის წარმოუდგენლად აუტანელი ხდება და ადამიანები ამ ტკივილის შესამსუბუქებლად სხვადასხვა რეცეპტებსა თუ ვარჯიშებს მიმართავენ.

საბედნიეროდ, ხალხურ მედიცინაში არსებობოს რეცეპტები, რომლებიც ადამიანებს ეხმარება სახსრების ტკივილის მთლიანად მოსპობასა თუ არა შემცირებაში მაინც. დღეს ამ სტატიაში გაგაცნობთ ერთ-ერთ მათგანს. ამ რეცეპტის მთავარი შემადგენელი ინგრედიენტია ლიმონი.

ლიმონი არის მინერალებითა და ვიტამინებით მდიდარი ციტრუსია. იგი შეიცავს ვიტამინებს, როგორიცაა: A, B6, C, B1, ფოსფორი, კალციუმი, კალიუმი, პექტინი, მაგნიუმი და ა. შ.

სამწუხაროდ ზოგიერთი ადამიანი ლიმონის მხოლოდ შიგთავსს იყენებს და ქერქს ნაგავში აგდებს. ეს ძალიან დიდი შეცდომაა, რადგან ლიმონის ცედრას ჯანმრთელობისთვის ბევრი სარგებელი მოაქვს.

ლიმონის ქერქს აქვს გარკვეული სტერილური და დამამშვიდებელი თვისებები. საოცრად ეფექტურია ტკივილის შესამსუბუქებლად. ეს ასევე ძალიან დიდი დახმარებას უწევს სახსრების ტკივილის მოხსნას.

ამ სტატიაში შეგიძლიათ წაიკითხოთ ლიმონის ქერქის გამოყენების ორი განსხვავებული გზა, რათა დაგეხმაროთ თავიდან აიცილოთ სახსრების ტკივილი!

პირველი გზა

გარეცხეთ ლიმონი და გათალეთ. მოათავსეთ ლიმონის ქერქი იმ ადგილებში, სადაც გრძნობთ სახსრების ტკივილს. ლიმონის ქერქი დაიმაგრეთ სამედიცინო ბინტით. ეს სახვევი გაიჩერეთ რამდენიმე საათის მანძილზე. თქვენ გაოცდებით შედეგებით!

მეორე გზა

მის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:

2 ცალი ლიმონი ( შეეცადეთ იყიდოთ ახალი ლიმონი), ევკალიპტის ფოთლები, ზეითუნის ზეთი.

ამის მოსამზადებლად თქვენ უნდა გააკეთოთ შემდეგი

უბრალოდ გათალეთ ლიმონი და შეინახეთ კანი შუშის კონტეინერში. მთლიანად მოასხით ზეითუნის ზეთი. ბოლოს მოაყარეთ ევკალიპტის ფოთლები. დახურეთ კონტეინერს თავსახური და გააჩერეთ 2 კვირა ასეთ მდგომარეობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნარევი. მიღებული ნაზავი წაისვით ქსოვილზე და მოათავსეთ დაზიანებულ ადგილზე. ზემოდან შემოიხვიეთ მარლა. გაიჩერეთ დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში. პროცედურა ჩაიტარეთ სანამ ტკივილი არ შეგიმსუბუქდებათ

Facebook კომენტარები