აი როგორ მოვამზადოთ 3 ინგრედიენტიანი დაბერების საწინააღმდეგო თვალის კრემი 1 წუთში! ეს ყველაზე მარტივი და ეფექტური საშუალებაა!

გარდა ასაკის მატეა, ასევე არასაკმარისი ძილი, ალერგია და სტრესი იწვევს თვალის დაღლილობას. თვალების ირგვლივ არსებული კანი თხელია და მუდმივად საჭიროებს მოვლას.

კომერციული თვალის კრემების უმეტესობა შეიცავს შემავსებლებს და, უმეტეს შემთხვევაში, ვერ გვიდებს იმ შედეგს რასაც გვპირდება. სანამ ფულს დახარჯავთ სპეციალური დაბერების საწინააღმდეგო თვალის კრემების შესაძენად, გააკეთეთ ეს თვალის კრემი რამდენიმე მარტივი ინგრედიენტის გამოყენებით.

მის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:

ერთი სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი, ორი ცალი ვიტამინი E-ს ტაბლეტები ან 2 კაფსულა და ორი-სამი წვეთი საკმევლის ზეთი.

მომზადება:

შუშის თასში მოათავსეთ ერთი სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი. აურიეთ, რომ ზეთი გახურდეს. გახსენით ვიტამინი E-ს ორი კაფსულა და დაამატეთ ქოქოსის ზეთში. დაამატეთ ორი-სამი წვეთი საკმევლის ზეთი ქოქოსის ზეთსა და E ვიტამინის ნარევს.

საფუძვლიანად აურიეთ და დაამატეთ პატარა კონტეინერში, დააფარეთ თავსახური. მიღებული კრემის გასამაგრებლად შეგიძლიათ მაცივარში შედოთ. სასურველია კრემი წაისვათ ღამე მცირე რაოდენობით თვალების ქვეშ არსებულ კანზე. ეს ხელს შეუწყობს ზეთების შეღწევას კანში მთელი ღამის განმავლობაში. მისი გამოყენება შეგიძლიათ დილითაც. მაკიაჟის წასმამდე მინიმუმ 10 წუთით მაინც გააჩერეთ. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ თვალის კრემი, როგორც ნაზი, დამატენიანებელი მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალება

ინგრედიენტების სარგებელი კანისთვის

საკმევლის ზეთს შეუძლია ხელი შეუწყოს ჯანსაღი უჯრედების რეგენერაციას და შეინარჩუნოს არსებული უჯრედები და ქსოვილები ჯანმრთელად. ეს ზეთი ასევე დაგეხმარებათ მშრალი კანის მკურნალობაში, დაბერების ნიშნების შენელებაში და სტრიების და ნაწიბურების გაჩენის შემცირებაში.

ქოქოსის ზეთი შესანიშნავი საფუძველია ამ დამატენიანებელი თვალის კრემისთვის. ის ძირითადად ჰიპოალერგიულია და უკიდურესად დამატენიანებელი - მას შეუძლია შეაღწიოს კანში უკეთესად, ვიდრე სხვა ზეთის უმეტესობას. არსებობს მრავალი მიზეზი, თუ რატომ უნდა წაისვათ ქოქოსის ზეთი კანზე.

ვიტამინი E-ს აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები. ის ხელს უწყობს კანის ჯანსაღ ზრდას და აღადგენს კანის ცვეთას. ის უნარჩუნებს კანს სიგლუვეს და იცავს ბზარებისგან. ის ასევე ხელს უშლის კანის ნაადრევ დაბერებას და ნაოჭებს.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია