ძველად დედაჩემი ამ მეთოდებით მაცილებდა ტილებს.. უსაფრთხო და ეფექტური მეთოდებია!

ტილები ძალიან შემაძუხებელი და გადამდები არსებები არიან. ძირითადად ამ პრობლემას ვაწყდებით ბაღებსა და დაწყებით სკოლებში. ამ პრობლემას ალბათ ყველა დედა აწყდება ადრე თუ გვიან.

თუ არ გსურთ გამოიყენოთ ქიმიური პროდუქტები, უნდა სცადოთ ეს ხუთი ბუნებრივი საშუალება, რომ თავი დააღწიოთ ამ უსიამოვნო არსებებს.

ზეთი და ძმარი

ეს ხრიკი ეფექტური აღმოჩნდა ტილების მოსაცილებლად. თანაბარი რაოდენობით აურიეთ ზეთი და ძმარი და მიღებული ნაზავი წაისვით მშრალ თმაზე, ნაზად შეზილეთ თმის სკალპი. თმა მჭიდროდ შეფუთეთ პარკით. 20 წუთის შემდეგ დაიბანეთ თმა ჩვეულებრივ შამპუნით. თუ ყველა ტილი არ განადგურდა, გაიმეორეთ ეს პროცედურა რამდენიმე საათის შემდეგ.

ჩაის ხის ეთერზეთი

ჩაის ხის ეთერზეთი ცნობილია, როგორც ეფექტური აკნეს სამკურნალო საშუალება, ჩაის ხის ეთერზეთი ასევე ძლიერი საშუალებაა ტილების წინააღმდეგ საბრძოლველად. შეურიეთ ოთხი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი (შეცვალეთ ზეთის ოდენობა ბავშვის თმის სიგრძის მიხედვით) ერთი ჩაის კოვზ ჩაის ხის ზეთს ნარევის მისაღებად. ნარევი საფუძვლიანად აურიეთ და წაისვით თავის კანზე და გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. ჩვეულებისამებრ დაივარცხნეთ თმა კარგად სანამ დაიბანთ.

მაიონეზი

სუპერმარკეტში ნაყიდი ან სახლში მომზადებული მაიონეზი შესანიშნავი საშუალებაა ტილებისა და მათი კვერცხების მოსაშორებლად. ნაზად წაისვით დიდი რაოდენობით მაიონეზი სკალპზე და დაიფარეთშხაპის ქუდი. გაიჩერეთ ორი საათის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ თმა და დაივარცხნეთ, რომ არასასურველი არსებები მოიშოროთ.

Საცხობი სოდა

საცხობი სოდა ყოველთვის საიმედოა ტილების მოსაშორებლად. ინფექციის დონის მიხედვით, არჩევანის ორი ვარიანტი არსებობს. თუ სულ რამდენიმე ტილია თავში, თასში შეურიეთ სოდა ცხელ წყალს. ახლა მოათავსეთ სავარცხელი ხსნარში, შემდეგ კი ჩამოვარცხნეთ თმა. მაგრამ თუ თილები უკვე გამრავლდნენ თავში, მოგიწევთ საცხობი სოდის ხსნარის წასმა ბავშვის სკალპზე, მაგრამ აუცილებლად სთხოვეთ მას თვალები დახუჭოს! ათი წუთის შემდეგ კარგად ჩამობანეთ ჩვეულებრივი მეთოდით.

Ხახვი

გამოწურეთ ხახვის წვენი ერთი ან რამდენიმე ბოლქვიდან, წვენი წაისვით სკალპზე და ოთხი საათის განმავლობაში გაიჩერეთ. დროის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ თმა და ისიამოვნეთ შედეგით! შემდეგ მკვდარი ტილები და კვერცხები ადვილად მოშორება სავარცხლით.

ამ ხუთი ბუნებრივი საშუალების დამსახურებით აღარ მოგიწევთ გამოიყენოთ ძვირადღირებული, ქიმიური პროდუქტები. ვიმედოვნებთ, რომ ეს ჭკვიანური ხრიკები დაგეხმარებათ ტილების მოშორებაში!

Facebook კომენტარები