როგორ მოვიშოროთ ყელის ინფექციები სულ რაღაც 4 საათში. ეს აქამდე უნდა მცოდნოდა!

ყელის ტკივილის მრავალი მიზეზი არსებობს – ვირუსული ინფექციები, ბაქტერიული ინფექციები ან ჯანმრთელობის პრობლემები. ჩვენი სასუნთქი სისტემის ინფექცია ვლინდება ყელის ჩირქით, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს გაციებით, გრიპით ან მონონუკლეოზით. პრობლემა ჯანმრთელობისთვის სერიოზული არ არის, მაგრამ მკურნალობის გარეშე შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს.

არსებობს მრავალი მედიკამენტი, რომელიც მკურნალობს ყელის ტკივილს, მაგრამ მათ ასევე აქვთ გვერდითი მოვლენები, რამაც შეიძლება გააუარესოს მდგომარეობა. ამიტომ უმჯობესია ინფექციას ბუნებრივად ვუმკურნალოთ ხელნაკეთი საშუალებებით. არსებობს მრავალი ანთების საწინააღმდეგო აგენტი, რომელსაც შეუძლია დაამარცხოს ყელის ტკივილი და გაასუფთავოს თქვენი სხეული ტოქსინებისგან.

ამ სტატიაში გაგაცნობთ ერთ-ერთ ხალხურ საშუალებას ამ პრობლემის სწრაფად მოსაგვარებლად:

მისი შემადგენელი ინგრედიენტებია:

1 ცალი დიდი ჭარხალი და 9% სპირტიანი თეთრი ძმარი

მომზადების წესი:

ჭარხალი გარეცხეთ და გააცალეთ კანი, შემდეგ სახეხზე დახეხეთ და ყოველ 250 გრამზე დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი თეთრი ძმარი. ახლა ყველაფერი კარგად აურიეთ და დატოვეთ ნარევი 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადაწურეთ და ამოიღეთ ჭარხალი საწურიდან. ყოველ ორ საათში ერთხელ გაიკეთეთ სითხის სავლები რამდენიმე წუთის განმავლობაში და გადაყლაპეთ ცოტაოდენი ყელის ტკივილის შესამცირებლად.

გარდა ამისა, გაგანობთ რამოდენიმე სხვა საშუალებას ყელის ტკივილის სამკურნალოდ:

გააკეთეთ ყელის სავლები ერთი ლიმონისა და ცოტაოდენი სოდას ნარევით დღეში ორჯერ (დილით და საღამოს).

კიდევ ერთი ნარევი, რომელიც შეიძლება დაგეხმაროთ, არის თბილი ლიმონის წვენი და ჩაის კოვზი თაფლი.

შეურიეთ ლიმონის წვენი (ერთი ლიმონისგან), ცოტა მარილი და თაფლი, შემდეგ დაასველეთ ნარევში თითზე შემოხვეული ბამბა და გამოისვით ყელში. წამალი მოკლე დროში შეგიშუშებთ ნუშურებს და ყელს.

ვაშლის ძმარი ეფექტური და იაფი ბუნებრივი საშუალებაა ყელის ინფექციებისთვის. სითხე ძლიერი ანტისეპტიკურია, რომელსაც შეუძლია ყელის ტკივილის სიმპტომების შემსუბუქება. უბრალოდ, 2 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი დაუმატეთ ნახევარ ჭიქა წყალს და ნაზავით დღეში 3-ჯერ გამოივლეთ, ინფექციის შესამსუბუქებლად.

ნიორი არის ძლიერი ანტიბიოტიკი, ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული საშუალება, რომელიც ეფექტურად აცილებს ყელის სოკოებსა და ბაქტერიებს. უბრალოდ დაჭერით ერთი კბილი ნიორი და შეურიეთ ერთ ჭიქა წყალს, შემდეგ დალიეთ დღეში 3-ჯერ.

Facebook კომენტარები