გაიგეთ რამდენად საშიშია ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია! აღადგინეთ მისი ფუნქცია 1 ჭიქა ამ წვენის დალევით!

როდესაც ფარისებრი ჯირკვალი არ გამოიმუშავებს საკმარის ჰორმონებს, ეს იწვევს მდგომარეობას, რომელსაც ჰიპოთირეოზი ეწოდება.

ეს ჰორმონები ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ისინი არეგულირებენ გულის და ტვინის მუშაობას, ქოლესტერინის დონეს, სუნთქვას, სხეულის ტემპერატურას და სხვა.

ჰიპოთირეოზი იწვევს ჯანმრთელობის ბევრ სერიოზულ პრობლემას, მათ შორის გულის დაავადებას, სახსრებისა და კუნთების ტკივილს, სიმსუქნეს და უნაყოფობას.

ტვინი ჰიპოთირეოზის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლია. სიმპტომებია ინტელექტის, ყურადღების, განწყობის, მეხსიერების დაქვეითება. ადამიანმა შეიძლება განიცადოს როგორც გაზრდილი ძილიანობა, ასევე დაძინების გაძნელება, უძილობა.

დაავადების შორსწასული ფორმით შეიძლება განვითარდეს ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია თავის ტკივილის დაწყებით, რომელიც საბოლოოდ ქრონიკული ხდება.

ასეთ დროს ადამიანი ხდება საეჭვო, უფრო გაღიზიანებული და აგრესიული. გამოხატავს მუდმივ უკმაყოფილებას გარშემო ყველას და ყველაფრის მიმართ.

ლატენტური ჰიპოთირეოზის დროს შეიძლება იყოს იგივე სიმპტომები, რაც გულმკერდის ან საშვილოსნოს ყელის ოსტეოქონდროზის დროს. აღინიშნება სისუსტე და კუნთების ტკივილი ხელებში, წვა, ჩხვლეტა. ხშირად, უცნობი წარმოშობის შეშუპება შეიძლება იყოს ჰიპოთირეოზის მთავარი სიმპტომი.

ეს არის ჰიპოთირეოზის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები:

• კუნთების კრუნჩხვები

• ყაბზობა

• წონის მომატება

• დაღლილობა

• მეხსიერების დაკარგვა

• თმის ცვენა

• მშრალი კანი

• გაღიზიანება

• სიცივის აუტანლობა

• დაბალი ლიბიდო

• დეპრესია

• სისუსტე

აი, როგორ გააკეთოთ ბუნებრივი წვენი, რომელიც დაგეხმარებათ მოიცილოთ ჰიპოთირეოზის სიმპტომები და თავიდან აიცილოთ მისი განვითარება

საჭირო ინგრედიენტებია:

• ¼ სუფრის კოვზი ლიმონის წვენი

• ¼ ჩაის კოვზი გახეხილი ჯანჯაფილის ფესვი

• 150 მლ მოცვის წვენი

• 100 მლ ფორთოხლის წვენი

• ¼ ჩაის კოვზი გახეხილი მუსკატის კაკალი

• ½ ჩაის კოვზი ცეილონის დარიჩინი

მომზადების მეთოდი შემდეგნაერია:

2 ჭიქა წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე და დაუმატეთ კოჭა, დარიჩინი და მუსკატის კაკალი. კარგად აურიეთ და დატოვეთ 20 წუთი. შემდეგ დაამატეთ მოცვის, ლიმონის და ფორთოხლის წვენები და სასმელი მზად არის.

მიღების მეთოდი:

ეს სასმელი შეგიძლიათ დალიოთ მაშინვე. ეს გაზრდის მეტაბოლიზმს და დაარეგულირებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას. ის ასევე მდიდარია ვიტამინებით, ამიტომ გაგიძლიერებთ იმუნიტეტს და თავიდან აიცილებთ ანთებას და სხვადასხვა დაავადებებს.

გარდა ამისა, ეს სასმელი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ხელს უწყობს წონის დაკლებას.

Facebook კომენტარები