ჩაი, რომელიც შლის ლიმფურ კვანძებში, მსხვილ ნაწლავსა და შარდის ბუშტში დაგროვილ ტოქსინებს!

ამ სტატიაში გაგაცნობთ სასმელის რეცეპტს, რომელიც შლის დაგროვილ ტოქსინებს ლიმფურ კვანძებში, მსხვილ ნაწლავსა და შარდის ბუშტში. ის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ..

ინგრედიენტები :

1 ¾ ჭიქა წყალი

ჯანჯაფილი, გახეხილი ან დაჭრილი

1 ჩ/კ _ კურკუმა

1/3 ჩ /კ . დარიჩინი

½ ჩ /კ . კაიენის წიწაკა

1 ს. კ. თაფლი

2 წვეთი ლიმონის ეთერზეთი

მომზადება:

წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე და გადაიტანეთ ჭიქაში. დაამატეთ ჯანჯაფილის ნაჭრები და დაელოდეთ რამდენიმე წუთს. შემდეგ დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და აურიეთ. დილის დეტოქსიკაციის ჩაი მზად არის. მიირთვით დილით ჭამამდე 15 წუთით ადრე.

ეს გამწმენდი ჩაი დაგეხმარებათ თქვენი ლიმფური სისტემის გამოცოცხლებაში: ლიმონი ასტიმულირებს ლიმფურ სისტემას ლიმფურ კვანძებში, მსხვილ ნაწლავსა და შარდის ბუშტში დაგროვილი ტოქსინების მოსაშორებლად!

დალიეთ ეს დეტოქსის ჩაი გაღვიძებისთანავე, რათა მოიცილოთ ტოქსინები, ასტიმულიროთ ნივთიერებათა ცვლა, გააძლიეროთ იმუნიტეტი და გააძლიეროთ თქვენი სხეული.

ამ რეცეპტში შემავალი ინგრედიენტები მუშაობენ ერთობლივად და ძალიან მოკლე დროში მიიღებთ შესანიშნავ შედეგს.

ლიმონის ეთერზეთი ხელს უწყობს ბუნებრივ დეტოქსიკაციას, აუმჯობესებს ღვიძლისა და თირკმელების მუშაობას.

ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ზეთი ასევე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აძლიერებს იმუნურ სისტემას. ლიმონი შეიძლება მჟავე მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს ციტრუსი სინამდვილეში ყველაზე ტუტე საკვებია, რომელსაც ოდესმე მიირთმევთ. დარიჩინი ამცირებს გლუკოზისა და ფრუქტოზის დონეს და ხელს უშლის ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების განვითარებას.

კაიენის წიწაკაში შემავალი კაპსაიცინი ანეიტრალებს ნივთიერება P-ს, ნეიროპეპტიდის სახეობას, რომელიც იწვევს ანთებას. კაიენი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას.

ჯანჯაფილი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა. ეს არის შესანიშნავი დიაფორეზული საშუალება, რომელიც ზრდის ოფლის გამოყოფას და აჩქარებს ორგანიზმის ბუნებრივ დეტოქსიკაციის პროცესს. გერმანელმა მკვლევართა ჯგუფმა ადამიანის ოფლში ბუნებრივი ანტიბიოტიკი აღმოაჩინეს, რომელსაც დერმციდინი ჰქვია. ხელს უშლის ბაქტერიულ, სოკოვან, ვირუსულ და მიკრობულ ინფექციებს. ჯანჯაფილი ასევე აძლიერებს იმუნურ სისტემას.

Facebook კომენტარები