50 წლის ვარ, ადრე ფეხზე ვერ ვდგებოდი, ახლა კი ახალგაზრდასავით „ვფრიალობ“. 10 წელი გავიდა რაც ფეხები აღარ მტკივა!
ვისაც ფეხის ტკივილი აწუხებს, ძალიან მარტივი, მაგრამ ეფექტური რეცეპტი მინდა შევთავაზო.
დაახლოებით 10 წლის წინ დამეწყო ფეხების ტკივილი, თითების წვერებიდან კოჭებამდე მტკიოდა, ფეხის ძირები და ქუსლები საშინლად მეწვოდა. საავადმყოფოში წავედი დახმარებისთვის, მაგრამ ექიმების მიერ რეკომენდებული მედიკამენტების გამოყენებამ ჩემთვის მისაღები შედეგი არ მომცა.
ტკივილი ჯოჯოხეთური იყო, ამის გამო ფეხზე ადგომაც კი არ შემეძლო, ღამით კი ვერ ვიძინებდი. მეგობარმა, ჩემი ტანჯვის დანახვისას, მირჩია, რეგულარულად დამესხა ცივი წყალი ფეხებზე. დიახ, ამის შემდეგ 5-10 წუთის განმავლობაში ტკივილი გაქრა, შემდეგ კი იგივე ძალით შემომიტია ტკივილმა.
მაშინ მარტოხელა პენსიონერთა და ინვალიდთა სამსახურში ვმუშაობდი და ერთი ბაბუა მყავდა მზრუნველად, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.
როდესაც შეიტყო ჩემი პრობლემის შესახებ, მან მირჩია გამეკეთებინა ჩვეულებრივი რძის შრატის აბაზანა ფეხებზე.
მისი რჩევით, იმავე დღის საღამოს, შრატი ჩემთვის მისაღებ ცხელ ტემპერატურაზე გავაცხელე, მტკივნეული ფეხები მოვათავსე და შრატის გაცივებამდე გავაჩერე.
მერე წინდები ჩავიცვი და საწოლში ჩავწექი. არ დაიჯერებთ, მაგრამ მრავალთვიანი ტანჯვის შემდეგ პირველად ჩამეძინა უპრობლემოდ და მთელი ღამე უშფოთველად მეძინა.
პროცედურას ზედიზედ 3 საღამოს ვიმეორებდი და დამავიწყდა კოშმარი, რომელიც მტანჯავდა. ახლა შემიძლია მშვიდად დავიძინო.
მაგრამ ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მაქვს ვარიკოზული ვენები ამ მეთოდმა ზიანი არ მომიყენა, მაგრამ ნამდვილად დამეხმარა გამოჯანმრთელებაში.
შრატი- ყველაზე უნიკალური ტუტე პროდუქტი მსოფლიოში
მას აქვს ყველაფერი რაც სასარგებლო იყო რძეში, მაგრამ არაფერია ალერგენული (კაზეინი, ლაქტოზა და ა.შ.). პროდუქტი 100% დიეტურია. ძალიან სასარგებლოა ყველა ასაკის ქალისთვის.
შრატის მიღება შესაძლებელია ხაჭოს დამზადებით, რომელიც ასევე მიეკუთვნება ტუტე საკვების ნუსხას.
გთავაზობთ ხაჭოს მომზადების ერთ-ერთ მარტივ რეცეპტს:
გაათბეთ 1–2 ლიტრი ფერმენტირებული რძე (დაბალ ცეცხლზე) წყლის აბაზანაში. როდესაც გაცხელდება დაამატეთ 3 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი დაამატეთ, აურიეთ და დაელოდეთ სანამ რძე არ აიჭრება. შემდეგ გააცალკევეთ შრატი და ხაჭო ერთმანეთისგან.
შრატი უნდა დალიოთ შაქრის გარეშე. მისგან ასევე შესაძლებელია პურის, ბლინების და ნებისმიერი სხვა ცომეულის დასამზადებლად. შრატით მოზელილი ცომი ბევრად გემრიელია.