გაიწმინდეთ სახე ამ მცენარით და 7 დღის შემდეგ საოცარ ეფექტს დაინახავთ!

ალოე ვერა უძველესი დროიდან ცნობილის თავისი სასარგებლო შემადგენლობით. ალოეს შემავალი კომპონენტებია წვენი და რბილობი, რომელსაც იყენებენ კოსმეტოლოგიაში სახის კანის კვების პრობლემის მოსაგვარებლად. ამ მცენარეს აქვს ყველა საჭირო მიკროელემენტი და ვიტამინი. მთავარია სწორი რეცეპტის არჩევა, კანის მახასიათებლების მიხედვით.

ამ მცენარეს აქვს მრავალი სამკურნალო თვისება და ჯანმრთელობის დიდი სარგებელი. მაგრამ არ არის აუცილებელი ფულის დახარჯვა ძვირადღირებულ კოსმეტიკურ საშუალებებზე, რათა თქვენი კანი ბზინვარება და ჯანსაღი იყოს.

ჩვენ გვინდა გაგიზიაროთ მარტივი რეცეპტი, რომლის წყალობითაც თქვენი კანი გახდება რბილი და ბზინვარე!

ამ საშუალების მომზადება ძალიან მარტივია. მის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ და მხოლოდ ალოე ვერა. თუმცა არ შეშინდეთ, ეფექტი იქნება საოცარი!

აი როგორ უნდა გამოიყენოთ ეს საოცარი მცენარე სახის კანის გასაუმჯობესებლად:

დაგჭირდებათ მინიმუმ 3 წლის ალოე. მოაწყვიტეთ მას დაბლა ფოთლები. კარგად გარეცხეთ მცენარე; კარგად დაარბილეთ ალოე ვერას ფოთლები მათზე მსუბუქად დაჭერით; გაყავით თითოეული ფოთოლი ორად; ფოთლის კიდეები მოაჭერით ისე, რომ კანი ადვილად მოაცილოთ; კანგამძვრალი ფოთოლი გაყავით ორ ნაწილად, რომ წვენი გამოწუროთ. გამოიყენეთ კოვზი, რომ გამოწუროთ იმდენი წვენი, რამდენიც გჭირდებათ, რათა დანარჩენი არ დაკარგოთ. მოათავსეთ წვენი თასში და შეიზილეთ სახე ამ სითხით მასაჟის მოძრაობებით. გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში, სანამ სახე არ გაშრება. დროის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ სახე ჩვეულებრივი წყლით. არ დაიბანოთ სახე საპნით ან სხვა კოსმეტიკური საშუალებებით, რადგან ამან შეიძლება შეამციროს ალოე ვერას ეფექტი. ბოლოს სუფთა პირსახოცით გაიმშრალეთ სახე.

თქვენ პირველივე გამოყენებისთანავე ნახავთ, როგორ გაბრწყინდება სახე! კანი გახდება რბილი, აბრეშუმისებრი და ჯანსაღი!

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია