ალბათ ეს სამკურნალო მცენარე თქვენს სახლში იზრდება. ისწავლეთ მისი სწორად გამოყენება!

კრასულა, ანუ ფულის ხე, ის მცენარეა, რომელიც თითქმის ყველას აქვს სახლში. ზოგს მისი გარეგნობა იზიდავს, ზოგს მიაჩნია, რომ სახლში ფულის მოზიდვა შეუძლია.

მაგრამ ყველამ არ იცის, რომ ბარაქის ხე შეიძლება გამოიყენოთ ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. მისი სამკურნალო თვისებები დაგეხმარებათ მრავალი დაავადებისგან თავის დაღწევაში, რადგან მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული და ბაქტერიციდული თვისებები.

ბარქის ხე მკურნალობს უამრავ ჯანმრთელობის პრობლემას. მათ შორის:

  • დამწვრობა,
  • სისხლჩაქცევები,
  • დაჭიმულობა,
  • ჭრილობები,
  • აბსცესები

ზემოთ ჩამოთვლილი პრობრმების დროს აი როგორ უნდა მოიქცეთ: - ბარაქის ხის ფოთლები გაასუფთავეთ შემდეგ გახეხეთ წვრილ სახეხზე, მიღებული მასა წაისვით კანის დაზიანებულ ადგილზე და დაამაგრეთ ბინტით. შეცვალეთ სახვევი, როგორც კი გამოშრება - 2-3 საათის შემდეგ.

ართრიტი, ართროზი

ართრიტი, ართროზის დროს ბარაქის ხის 10-15 ფოთლის წვენი გამოწურეთ და ამსითხით ძილის წინ სახსრები შეიზილეთ.

ანგინა, ტონზილიტი

გამოწურეთ წვენი დააალოებით 10 ბარაქის ხის ფოთლისგან და მას დაუმატეთ 200 მლ წყალი. მიღებული სითხე გამოივლეთ ყელში დღეში 3-5-ჯერ მაინც.

ჰერპესი ტუჩებზე

გამოწურეთ წვენი ბარაქის ხის რამდენიმე ფოთლისგან და შეზეთეთ დაზიანებული ადგილი ყოველ ნახევარ საათში ერთხელ. ან დაასველეთ ბამბის დისკი მის წვენში, წაისვით დაზიანებულ ადგილზე და დაიმაგრეთ ბინტით ან წებოვანი ლენტით.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის პეპტიური წყლული

მიირთვით უზმოზე ბარაქის ხის 2 ფოთოლი, კარგად დაღეჭეთ.

პიელონეფრიტი, ცისტიტი

გახეხეთ ბარაქის ხის დაახლოებით ხუთი ფოთოლი და დაუმათეთ 200 მლ ცხელი წყალი. გააჩერეთ 1 საათი, შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ წამალი 1 ს. კ. ჭამამდე 15 წუთით ადრე 3-ჯერ დღეში.

ბუასილი

თუ ბუასილი გაწუხებთ წაისვით მოჭრილი ფოთოლი, ის მაშინვე გეხმარებათ.

ყურადღება!

ფრთხილად იყავით, რადგან ეს მცენარე შეიცავს დარიშხანს მაღალი კონცენტრაციით. და ეს ნიშნავს, რომ ბოროტად არ უნდა გამოიყენოთ ეს მცენარე შინაგანი მიღების დროს. დოზის გადაჭარბებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჯანმრთეობას და განვითარდეთ ღებინება, დიარეა და ცნობიერების დაქვეითება.

თუ თქვენ ამ მცენარის სხვაგვარი გამოყენება იცით, გთხოვთ გაგვიზიაროთ კომენტარებში.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია