ეს თურქული სილამაზის რეცეპტი დაგეხმარებათ ღრმა ნაოჭების გასუფთავებაშიც კი! მისი მეშვეობით მუდმივად ახალგაზრდული და მიმზიდველი კანი გექნებათ!

სულ რაღაც ორიოდე წლის წინ თქვენი სახის კანი სასიამოვნოდ გამოიყურებოდა, ახლა კი გაჩენილი ნაოჭები გაწუხებთ? იმოქმედეთ სწრაფად! ჩვენ გვაქვს შესანიშნავი თურქული ნიღბის რეცეპტი კანის გაახალგაზრდავებისთვის.

ყველა ინგრედიენტი ძალიან ხელმისაწვდომია. გამოხატული დამარბილებელი ეფექტი გამოჩნდება პირველი პროცედურის შემდეგ.

როგორ გავაახალგაზრდავოთ კანი სახლის პირობებში?

გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ნიღაბი გამოიყენება მხოლოდ გაწმენდილ კანზე! პროდუქტის ზოგიერთმა კომპონენტმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, ამიტომ მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებმა უმჯობესია გამორიცხოთ თაფლი და დარიჩინი. ამის ნაცვლად, შეგიძლიათ დაამატოთ კვერცხის გული.

ამ საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი სახის ინგრედიენტები

  • სამი სუფრის კოვზი საცხობი სოდა
  • ერთი ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი
  • ერთი ჩაის კოვზი თხევადი ვიტამინი E (იყიდება აფთიაქებში)
  • 1/4 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
  • ოთხი ჩაის კოვზი რძე ან ნაღები

აი როგორ უნდა მოამზადოთ

აიღეთ შესაბამისი ზომის თასი და მასში შეურიეთ ზემოთ მოცემული ყველა ინგრედიენტი: მასა საკმაოდ სქელი გამოვა. წაისვით ნიღაბი სქელი ფენით გასუფთავებულ სახეზე და კისერზე, მოერიდეთ თვალების და ტუჩების მიდამოებს. გააშრეთ. თხუთმეტი ან ოცი წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ შემშრალი ნიღაბი თბილი წყლით, ნაზად შეიზილეთ კანი.

ნიღბის ჩამობანის შემდეგ მაშინვე შეამჩნევთ, რომ კანი შესამჩნევად სუფთა, ბზინვარე, დაჭიმულია და ფორები იწმინდება და ვიწროვდება.

გამოიყენეთ ეს სახის გამაჯანსაღებელი ნიღაბი კვირაში ორჯერ, რათა გარშემომყოფებმა რაც შეიძლება დიდხანს ვერ გამოიცნონ თქვენი ასაკი!

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია