აი როგორ უნდა მოვიშოროთ ნადები სტომატოლოგთან ვიზიტის გარეშე! მეორე მეთოდი მშველის ყოველ ჯერზე!

სტომატოლოგთან ვიზიტი გარდაუვალია, როდესაც საქმე ეხება კბილზე ნადების მოცილებას. მაგრამ, იცოდით, რომ არსებობს ნადების მოცილების რამდენიმე ტრადიციული მეთოდი, რომელიც შეგიძლიათ სცადოთ სახლის პირობებში?

ამ სტატიაში გვინდა გაგაცნოთ ხალხური საშუალებებიდან ყველაზე ეფექტური მეთოდები, რომლის დახმარებითაც შეძლებთ კბილის ნადების მარტივად მოცილებას.

მეთოდი 1: ფოკუსირება გახეხვის ტექნიკაზე.

ამ შემთხვევაში საუბარია ხარისხზე და არა რაოდენობაზე. კბილების გახეხვა შეგიძლიათ რამდენიც გინდათ, მაგრამ თუ ამას სწორად არ გააკეთებთ, ეს უბრალოდ დროის კარგვაა. ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაცია გვირჩევს შემდეგი სახის გახეხვის მეთოდს:

დაიჭირეთ კბილის ჯაგრისი 45 გრადუსიანი კუთხით ღრძილებთან. ფუნჯი ზემოთ ან ცხვირისკენ მიმართეთ ყოველ ჯერზე, როცა კბილების ზედა რიგს იხეხავთ; ქვემოთ, ან ნიკაპისკენ ქვედა კბილების გახეხვისას. ეს კუთხე ასევე დაგეხმარებათ გაასუფთავოთ ღრძილების ხაზი, რაც ბევრს სჭირდება.

მეთოდი 2: საცხობი სოდა.

ითვლება, რომ საცხობი სოდა ასევე დაგეხმარებათ კბილებიდან ნადების მოცილებაში.

დასველებულ ფუნჯი და ზედ მოათავსეთ ცოტაოდენი საცხობი სოდა და გახეხეთ ნადები. თქვენ ასევე შეგიძლიათ აურიოთ ცოტა მარილი და ერთი სუფრის კოვზი სოდა და გამოიყენოთ ეს ნარევი კბილების გასახეხად.

მეთოდი 3: ვაშლის სიდრი ძმარი

ვაშლის სიდრი ძმარი ასევე დადასტურებული მეთოდია კბილებიდან ნადების ეფექტურად მოსაშორებლად. საკმარისია კბილის ჯაგრისი დაასველოთ ცოტა ძმარში და შემდეგ გაიხეხოთ ნადებიანი კბილები. კბილის მინანქრის დაზიანების თავიდან ასაცილებლად, კბილების გამოხეხვის შემდეგ პირს ღრუ კარგად დაიბანეთ წყლით.

მეთოდი 4: ცაცხვის ყვავილებისა და მზესუმზირის თესლის ნარევი

საჭირო ინგრედიენტები:

  • ოთხი სუფრის კოვზი მზესუმზირის თესლი
  • ოთხი სუფრის კოვზი ცაცხვის ყვავილები
  • ერთი ლიტრი წყალი

მომზადების მეთოდი ასეთია:

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ეთმანეთს, გადაიტანეთპატარა ქვაბში და დადგით გაზქურაზე დაბალ ცეცხლზე. მოხარშეთ ნარევი დაბალ ცეცხლზე ნახევარი საათის განმავლობაში. ამის შემდეგ ნარევი მზად იქნება. გაიხეხეთ კბილები მიღებული მასით ჭამის შემდეგ.

Facebook კომენტარები