სანამ ექიმთან წახვალ, გამოიყენე ეს რეცეპტები ყელის ანთების სამკურნალოდ! იგი სწრაფად მოგიხსნის ტკივილს და შვებას მალევე იგრძნობ!

ლარინგიტი ყელის ანთებაა და ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეგვხვდეს.

არსებობს მწვავე და ქრონიკული ლარინგიტი.

მწვავე ლარინგიტი გვხვდება გადაციების შემდეგ, ძალიან მშრალი და ძალიან ტენიანი ჰაერის ჩასუნთქვისას, ძალიან ცივი ან ძალიან ცხელი სასმელის დალევისას, ხმის იოგების ზედმეტი დაძაბვისას. ამ დაავადების წარმოშობაში თავის როლს თამაშობს მოწევა, ალკოჰოლი, მიდრეკილება ცხარე სანელებლებისადმი. ავადმყოფის საერთო მდგომარეობა ლარინგიტის დროს უარესდება, იწევს ტემპერატურა, ხმა ხდება ჩახლეჩილი, ხშირდება ხველა. ხმა ზოგჯერ სრულიად იკარგება (სრული აფონია). მწვავე ლარინგიტის ერთ-ერთი სიმპტომია გაძნელებული ყლაპვა, რომელიც დიდი რაოდენობით ნახველის დაგროვებით ან ხმის ნაპრალის შევიწროებით არის გამოწვეული.

ქრონიკული ლარინგიტის სიმპტომატიკა ძირითადად იგივეა, თუმცა უფრო სუსტად გამოხატული. მწვავე იოგქვეშა ლარინგიტს ცრუკრუპს ეძახიან. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ექიმ-ლარინგოლოგის კონსულტაცია მკურნალობის შემდგომ კურსთან დაკავშირებით. ლარინგიტის მკურნალობა გარკვეულ თავისებურებებს გულისხმობს. მთავარი პირობაა დავიცვათ დუმილის რეჟიმი.

მდოგვის საფენებს იდებენ მკერდზე, იკეთებენ მდოგვის აბაზანებს ფეხზე, იდებენ გამათბობელ კომპრესს ყელზე, სვამენ თბილ ტუტე წყალს (ბორჯომს) რძით ან მის გარეშე. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინჰალაცია სამკურნალო მცენარეებით. არ შეიძლება ყელის ინჰალაცია ცხელი წყლით. წყალი, ჩაი და ყველა სასმელი თბილი უნდა იყოს.

მოდით გადავიდეთ რეცეპტებზე, რომელთა დახმარებითაც სწრაფად შეძლებთ ყელის ტკივილის მკურნალობას:

• ლარინგიტის ნებისმიერი სახის დროს კარგია მიიღოთ თეთრი ყურძნის ჩირის ნახარში ხახვთან ერთად 2 ს. კ. 3-4 ჯერ დღეში. ყურძნის ნახარში მზადდება 2 ს. კ. 1 ჭიქა წყალზე. შემდეგ მზა ნახარშს დაუმატეთ 1 ს. კ. ახალი ხახვის წვენი.

• 1 ჭ რძეში მოხარშეთ 1 კბილი დაქუცმაცებული ნიორი, გააციეთ ოთახის ტემპერატურამდე და მიიღეთ მთელი პორცია 30-40 წთ-ის განმავლობაში.

● გახეხეთ წითელი ჭარხალი, გამოწურეთ წვენი. მიღებულ წვენს (200 მლ) დაუმატეთ 1 ს.კ. ვაშლის ძმარი. გამოივლეთ 3-4 ჯერ დღეში.

• 200 მლ წყალში 10-15 წთ-ის განმავლობაში ადუღეთ 1/2 ჭიქა ანისულის თესლი, გაფილტრეთ, თესლი გადაყარეთ, ნახარშს დაუმატეთ 1 ს.კ. კონიაკი და 2 ს.კ. თაფლი. ადუღეთ 5 წუთი, მიიღეთ 1 დ.კ. (დესერტის კოვზი) ყოველ 30-40 წთ-ში. ეს კარგი საშუალებაა და სწრაფად აღადგენს ხმას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მგალობლებისთვის და მასწავლებლებისთვის.

• დედა-დედინაცვალი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა და ეხმარება ნახველის ამოღებას სასუნთქი სისტემის დაავადებისას. ის აწყნარებს ხველას, აადვილებს სითხის გამოყოფას, ხსნის ხველის შემოტევას (განსაკუთრებით ღამით). მიიღეთ ლარინგიტის და ფარინგიტის დროს როგორც შინაგანად, ასევე ინჰალაციის სახით. 1 ს.კ. გამხმარ ფოთლებს დაასხით 400 მლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 1 სთ. გაფილტრეთ, დალიეთ თითო ს.კ. დღეში 4 ჯერ.

• შინაგანი მიღებისთვის დაამზადეთ ნაკრები: შავი მოცხარის ფოთლები, კაკლის ფოთლები, ქონდარი და ვარდკაჭკაჭას ფოთლები. ყველაფერი აიღეთ თანაბარი რაოდენობით, დააქუცმაცეთ და ერთმანეთში შეურიეთ. 1 ს.კ. ნარევს დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2-3 სთ, გაფილტრეთ. დალიეთ 100 მლ 3-4 ჯერ დღეში.

• მოამზადეთ ნარევი: სალბის ფოთლების ნაყენი 10 გრ 200 მლ წყალზე, კრაზანას ფოთლების ნაყენი 5 გრ 200 მლ წყალზე, ძახველის ფესვების ნახარში 5 გრ 200 მლ წყალზე. ეს სამი სითხე ერთმანეთში შეურიეთ. გამოიყენეთ ინჰალაციისთვის 50-50 მლ.

სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”-ზე დაყრდნობით.

Facebook კომენტარები