ჩემი ოჯახი ავად აღარ ხდება! ეს ყველაფერი ამ ძლიერი ანტიბიოტიკის წყალობითაა!.

ხანდახან, იმისთვის, რომ გამოჯანმრთელდე, უნდა დალიო ანტიბიოტიკები, რადგან სხვა აღარაფერი შველის… მაგრამ ხანდახან ამით უფრო მეტ ზიანს აყენებ შენს ორგანიზმს, ვიდრე სარგებელს.

სწორედ ამიტომ, ჩვენ გვსურს გაგიზიაროთ უნიკალური ხელით დამზადებული ანტიბიოტიკის რეცეპტი. ეს წამალი გაჩნდა შუა საუკუნეების ევროპაში, როდესაც ადამიანები განიცდიდნენ ყველა სახის დაავადებას და ეპიდემიას.

ძლიერ სამკურნალო სასმელს აქვს..

  • ანტივირუსული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები,
  • აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ლიმფის ნაკადს,
  • აძლიერებს იმუნურ სისტემას.

ეს უნიკალური ფორმულა საუკუნეების განმავლობაში ეხმარებოდა ადამიანებს ყველაზე საშიში დაავადებების სამკურნალოდ. მისი საიდუმლო ხარისხიანი და ახალი ბუნებრივი ინგრედიენტების კომბინაციაა.

აი რა ინგრედიენტები უნდა გამოიყენოთ ამ რეცეპტის მოსამზადებლად:

  • ორი ცალი ახალი წითელი წიწაკა
  • ორი სუფრის კოვზი დაფქული კურკუმა
  • ორი სუფრის კოვზი გახეხილი პირშუშხას ფესვი
  • 700 მლ ვაშლის ძმარი
  • 0,25 სუფრის კოვზი დაფქული ნიორი
  • 0,25 სუფრის კოვზი დაჭრილი ხახვი
  • 0,25 სუფრის კოვზი გახეხილი ჯინჯერი

მომზადების მეთოდი:

წამლის მოსამზადებლად გამოიყენეთ ხელთათმანები. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს ძმრის გარდა. მიღებული ნარევი გადაიტანეთ ქილაში. შემდეგ კი ჩაასხით ძმარი, დახურეთ თასახური მჭიდროდ და შეანჯღრიეთ. იდეალური ვარიანტია, როცა ქილის 2/3 ივსება მშრალი ინგრედიენტებით, ხოლო დანარჩენი ძმრით.

განათავსეთ ქილა გრილ მშრალ ადგილას 2 კვირის განმავლობაში. ამ დროის განმავლობაში პერიოდულად შეანჯღრიეთ. 14 დღის შემდეგ გადაწურეთ და დატოვეთ მხოლოდ წვენი. სასმელი მზადაა, მისი მაცივარში შენახვა საჭირო არ არის.

როგორ უნდა გამოვიყენოთ?

მიღებული წამლის ერთი ჩაის კოვზი შეიძლება შეურიოთ ზეითუნის ზეთს და სალათებს.

მიიღეთ 1 ს. კ. ყოველდღე იმუნური სისტემის გასაძლიერებლად და გაციების სამკურნალოდ. ავადმყოფობის დროს დოზა შეიძლება გაიზარდოს ოდნავ, მაგრამ თანდათან.

ფრთხილად იყავით: სასმელის არომატი და გემო საკმაოდ ძლიერია. დალევის შემდეგ მიირთვით ლიმონის ან ფორთოხლის ნაჭერი.

ეს ხალხური ელექსირი აერთიანებს ყველაზე სასარგებლო და ეფექტურ წამლებს, რაც ბუნებამ მოგვაწოდა. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და არ დაგავიწყდეთ ამ უნიკალური რეცეპტის მეგობრებს გაზიარება!

Facebook კომენტარები