მან გაიკეთა ეს კომპრესი და მჭიდროდ შემოიხვია მუხლები! ერთი საათის შემდეგ მისი ფეხის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა…

მუხლის სახსარი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახსარია ჩვენს ორგანიზმში, მაგრამ ასევე ყველაზე დაუცველი.

ყოველდღიურად ჩვენს მუხლებს უზარმაზარი დატვირთვის ატანა უწევს და თუ მათ ამძიმებს ჭარბი წონა, არასწორი კვება და ხშირი დაზიანებები, გასაკვირი არ არის, რომ ასაკის მატებასთან ერთად, თითქმის ყოველი მე-2 ადამიას აწუხებს მუხლების ტკივილი.
პირველი საგანგაშო სიმპტომების დროს აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და სახსრების დროული მკურნალობის დაწყება, რადგან სიმპტომების უგულებელყოფის შემთხვევაში მდგომარეობა უფრო გართულდება და ამან შეიძლება სულიად შეაფერხოს მოძრაობა. მუხლის ტკივილის მიზეზები შეიძლება იყოს ტრავმა, ართროზი, ართრიტი, რევმატიზმი და ბურსიტი, ამიტომ თერაპიის დაწყებამდე ზუსტი დიაგნოზი უნდა გაარკვიოთ.

ჩვენ გვინდა გაგაცნოთ რამდენიმე ხალხური გზა, რომელიც ხელს უწყობს მუხლის სახსრების ანთების და ტკივილის შემსუბუქებას კომპლექსური მკურნალობის დაწყებამდე.

მუხლების მკურნალობა ხალხური საშუალებებით

  • გარეცხეთ კომბოსტოს ფოთოლი, გაწურეთ და დაიდეთ მტკივნეულ მუხლზე, შემოიხვიეთ ელასტიური ბინტით. უმჯობესია ღამით დატოვოთ.
  • გაადნეთ მაჩვის ცხიმი (აფთიაქში იყიდება) წყლის აბაზანაში და თანაბარი პროპორციით შეურიეთ თაფლს. შეიზილეთ წამალი დაზიანებულ მუხლზე დღეში რამდენჯერმე.
  • შავი ბოლოკის კომპრესი ღამით: შავი ბოლოკი გაასუფთავეთ და აურიეთ თაფლს თანაბარი პროპორციით და წაისვით მუხლზე, შემოახვიეთ ზემოდან ცელოფანი, ზემოდან კი პირსახოცით შეიხვიეთ.

გახსოვდეთ, რომ მუხლის სახსრების დაავადებები სერიოზული საკითხია, რომელიც მოითხოვს ინტეგრირებულ მიდგომას: დიეტა, ანთებითი პროცესის მოცილება, ქონდროპროტექტორები, ფიზიოთერაპიული ვარჯიშები. მაგრამ სანამ მოქმედებას დაიწყებთ, არ დაგავიწყდეთ ექიმთან ვიზიტი.

თუ სტატია თქვენთვის სასარგებლო იყო, გაუზიარეთ მეგობრებს!

Facebook კომენტარები