აი რატომ უნდა დალიოთ ყოველ დილით ვაშლის ძმარი თაფლთან ერთად!..

ნატურალური თაფლი და ვაშლის ძმარი კარგად არის ცნობილი ინფექციების და ჯანმრთელობის პრობლემების პრევენციისა და მკურნალობის უნარითე. მათი კომბინაციით თქვენ ქმნით ძლიერ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს, ძლიერ ანტიბიოტიკს და სასარგებლო ანტიოქსიდანტს.

ვაშლის ძმრისა და თაფლის კომბინაციას საოცარი სარგებელი მოაქვს თქვენი ორგანიზმისთვის.

ეს ნარევი:

  • ხელს უწყობს სახსრების ტკივილის მკურნალობას და პრევენციას, ამიტომ რეკომენდებულია ართრიტით დაავადებული ადამიანებისთვის.
  • ეს არის კუჭის მატონიზირებელი საშუალება, რომელიც ათავისუფლებს ტკივილს და გულძმარვას.
  • იგი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ხელს უწყობს ნაწლავის ჯანსაღ მოძრაობას და ებრძვის ყაბზობას.
  • ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის კონტროლს, არტერიული წნევის პრევენციას.
  • ეს არის წონის დაკარგვის შესანიშნავი დანამატი.
  • ყელის ტკივილისა და სუნთქვის პრობლემების დროს ერთ-ერთი საუკეთესო დამხმარე საშუალებაა.
  • ეს კომბინაცია აუმჯობესებს კანის ჯანმრთელობას.
  • იგი წარმატებით ებრძვის არასასიამოვნო სუნს.
  • ასევე ხელს უწყობს ანთების შემცირებას.

რატომ უნდა დალიოთ ეს ნარევი აუციებლად დილით?

თანამედროვე ცხოვრების წესი ორგანიზმს მუდმივად აყენებს სტრესს. ეს უკანასკნელი ასოცირდება ცხიმებითა და შაქრის მაღალ დიეტასთან. ყოველივე ამან შეიძლება შეცვალოს თქვენი pH ბალანსი, რაც იწვევს გულძმარვას და ასევე ზრდის მრავალი დაავადების და ინფექციების რისკს.

ეს საშუალება უნდა დალიოთ დილით, ფიზიკური აქტივობის ან საუზმის წინ. ეს იმიტომ, რომ ეს გაძლევთ მეტ ენერგიას და გეხმარებათ თქვენი pH-ის დაბალანსებაში.

ამ ძირითადი ფუნქციის გამო, ვაშლის ძმრისა და თაფლის ნარევი არის პოპულარული ალტერნატიული მკურნალობა იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.

ამ საშუალების მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტებია:

  • 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი (7,5 გრ)
  • 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი (5 მლ)
  • 1 ჭიქა წყალი (250 მლ)

მომზადებისა და გამოყენების წესი:

დაამატეთ თაფლი და ვაშლის ძმარი ერთ ჭიქა თბილ წყალში. აურიეთ კარგად. მიღებული სითე დალიეთ უზმოზე, საუზმემდე სულ მცირე 20 წუთით ადრე.

თუმცა, შეგიძლიათ ამ სასმელის მირთმევა დღის სხვა დროსაც, თქვენი პირადი საჭიროებიდან გამომდინარე. თუმცა, არ მიიღოთ დღეში სამზე მეტი დოზა, რადგან გადაჭარბებული გამოყენება შეიძლება საზიანო იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის.

უკუჩვენებები

თუ თქვენ აპირებთ ამ საშუალების მიღებას ყოველდღე, გაითვალისწინეთ, რომ ვაშლის ძმრის დიდმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს კალიუმის დაბალი დონე და ძვლის სიმკვრივის დაკარგვა.

ამიტომ მნიშვნელოვანია დაიცვას ზემოთ მოცემული რეკომენდაციები და დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ მისი მიღება, თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას.

ვაშლის ძმარმა შეიძლება ხელი შეუშალოს დიურეტიკების, საფაღარათო საშუალებების, დიაბეტის და გულის დაავადებების სამკურნალო პრეპარატების მოქმედებას. ასეთ შემთხვევებში უმჯობესია მიმართოთ ექიმს ამ ტიპის მკურნალობის დაწყებამდე.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია