ხალხური მედიცინა იმუნიტეტის გასაძლიერებლად: „ვიტამინების ქილა“, რომელიც გამოგაცოცხლებთ

ძლიერი იმუნიტეტი – ეს არის სხეულის წინააღმდეგობა სხვადასხვა დაავადებების მიმართ და, შესაბამისად, კარგი ჯანმრთელობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს აფთიაქებში ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი პრეპარატია იმუნიტეტის გასაძლიერებლად – ხალხური საშუალებები ამ პროცესში არ კარგავს პოპულარობას და მნიშვნელობას.

ეს გასაგებია, რადგან აფთიაქიდან ვერც ერთი სინთეზური პრეპარატი ვერ ჩაანაცვლებს ნატურალურ პროდუქტებს, რომლებიც ადვილად ხელმისაწვდომი და ძალიან ეფექტურია სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.

ამ სტატიაში ჩვენს მიერ შემოთავაზებული “ვიტამინების ქილა” – დააკმაყოფილებს არა მხოლოდ ბავშვების ტკბილეულის მოთხოვნილებას, არამედ გააძლიერებს მთელი ოჯახის იმუნიტეტს. გთავაზობთ ნარევის ორ რეცეპტს იმუნიტეტის გასაძლიერებლად. ორივე შესანიშნავია – და რაც მთავარია გამოცდილი. არჩევანი თქვენზეა, რომელიც გსურთ ის გამოიყენეთ.

რეცეპტი ბავშვებისა და მოზრდილებისთვის იმუნიტეტის გასაძლიერებლად

ამ რეცეპტის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 100 გრ ყურძნის ჩირი (მისი ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია)
  • 150 გრ ნიგოზი
  • 100 გრ ნუში
  • ორი ცალი ლიმონის ცედრა
  • 100 გრ ხმელი გარგარი
  • 100 გრ ქლიავი
  • 250-300 გრ ნატურალური თაფლი
  • თუ გაქვთ შესაძლებლობა – ძალიან კარგია 100 გრ ფიჭვის კაკალის დამატება (ისინი შესანიშნავია იმუნიტეტის გასაძლიერებლად)

მომზადების მეთოდი ასეთია:

გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში: ქიშმიში, ნიგოზი, ნუში, ფიჭვის კაკალი და ლიმონის კანი. ნარევს დაუმატეთ ორი ცალი ლიმონის წვენი. ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ. შემდეგ დაამატეთ წვრილად დაჭრილი ქლიავი და გამხმარი გარგარი. აურიეთ. ბოლოს დაუმატეთ თაფლი და ისევ აურიეთ. მიღებული მასა გააჩერეთ ბნელ ადგილას 1-2 დღე. შეინახეთ ვიტამინის ქილა მაცივარში

დოზირება:

  • 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის – 1 ჩაის კოვზი დღეში ორჯერ.
  • მოზრდილებისთვის: 1-2 სუფრის კოვზი სამჯერ დღეში.

მეორე რეცეპტი იმუნური სისტემის გასაძლიერებლად (ეს რეცეპტი ძირითადად გამოიყენება მოზრდილებში):

ამ რეცეპტის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტებია:

  • 200 გრამი გარგარის ჩირი
  • 200 გრ ქლიავი
  • 200 გრ ლეღვის ჩირი
  • 200 გრ ნიგოზი
  • 1 ცალი ლიმონი
  • 50 მლ კონიაკი
  • 250 გრ ნატურალური თაფლი

მომზადების მეთოდი:

ყველა ჩირი და ლიმონი ქერქთან ერთად გახეხეთ ხორცსაკეპ მანქანაში. ნარევს დაუმატეთ თაფლი და კონიაკი და აურიეთ. ქილა შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ 1 სუპის კოვზი ყოველი ჭამის წინ.

Facebook კომენტარები