ჭარხალი და ლიმონი: ბუნებრივი საშუალება სისხლში ცხიმების წინააღმდეგ

ჭარხალი და ლიმონი თავისთავად ჯანმრთელობისთვის კარგი საკვებია, მაგრამ იცოდით, რომ ისინი სასარგებლოა სისხლში ცხიმის დასაწვავად?

ჭარხალი უძველესი დროიდან გამოიყენებოდა ანემიის სამკურნალოდ და ის განსაკუთრებულია დაავადებული უჯრედების სამკურნალოდ ნივთიერებებისა და კაროტინოიდების მაღალი შემცველობის გამო. ის ფოლიუმის მჟავის შესანიშნავი წყაროა და სავსეა ანტიოქსიდანტებით. უმჯობესია მიიღოთ უმი სახით.

ჭარხლის სამკურნალო თვისებები გასაოცარია და ჩვენ აღვნიშნავთ რამდენიმე მათგანს:

  • ჭარხალი ამცირებს არტერიულ წნევას
  • ეს არის ლეიკემიის სამკურნალო ხალხური საშუალება
  • ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს
  • შეუძლია თავიდან აგაცილოთ ვარიკოზული ვენების პრობლემები
  • ჭარხლის წვენს გააჩნია სამკურნალო თვისებები ღვიძლისა და ნაღვლისთვის
  • ის ასევე სწრაფად აყუჩებს თავის ტკივილს, კბილის ტკივილს, დიზენტერიას, ზურგის ტკივილს, კანის პრობლემებს, მენსტრუაციის ტკივილს და ა.შ.

ლიმონი C ვიტამინით, პექტინითა და კალციუმის ოქსალატით მდიდარი საკვებია. ლიმონს აქვს უამრავი სასარგებლო შემადგენლობა. გაგაცნობთ მათგან ყველაზე მნიშვნელოვანს:

  • ლიმონი აძლიერებს იმუნურ სისტემას
  • ასუფთავებს ორგანიზმს ტოქსინებისგან
  • აძლევს კანს ახალ იერს
  • ხელს უწყობს ჭრილობების სწრაფ შეხორცებას
  • ამშვიდებს კბილის ტკივილს.

გამოიყენეთ ჭარხლისა და ლიმონის კომბინაცია სისხლში ცხიმის შესამცირებლად

წარმოგიდგენთ ჭარხლისა და ლიმონის ბუნებრივი სამკურნალო საშუალების ორ რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ სისხლში ცხიმის შემცირებაში. რა თქმა უნდა, ეს არ არის წამლის ან არსებული თერაპიის შემცვლელი, მაგრამ ღირს ცდა.

პირველი რეცეპტი:

გაასუფთავეთ ჭარხალი, გაჭერით ოთხ ნაწილად და მოათავსეთ წვენსაწურში, დაუატეთ მას 5 ცალი შუაზე გაჭრილი ლიმონი. გაწურეთ 1,5 ლიტრი წვენი და ჩაასხით 1,5 ლიტრიან ბოთლში. დახურეთ თავსახური და შედგით მაცივარში. დალიეთ 100 მლ დილით და 100 მლ საღამოს.

ყოველ ჯერზე წვენის დალევამდე ბოთლი ოდნავ შეანჯღრიეთ. ზოგს ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების მომატებული დონის დასარეგულირებლად ამ სასმელის ერთი დოზა სჭირდება 1,5 ლ, ზოგს კი 2 დოზა. ეს ყველაფერი ორგანიზმზეა დამოკიდებული.

ნუ დაიწყებთ მე-2 დოზის დალევას, სანამ არ შეამოწმებთ შედეგებს ამ სასმელის პირველი დოზის დალევის შემდეგ.

მეორე რეცეპტი:

ყოველ საღამოს გაასუფთავეთ ერთი ჭარხალი და დანის დახმარებით აერით გული. ჩაღრმავებას დანით ვიწყებ, მაგრამ ბოლოს კოვზითაც ვეხმარები. მნიშვნელოვანია, რომ ხვრელი რაც შეიძლება დიდი იყოს, რომ მინიმუმ ერთი ლიმონის წვენი ჩაეტიოს.

გაწურული ლიმონის წვენი ჩაასხით ჭარხალში და დატოვეთ მთელი ღამე. დილით, დალიეთ იგი საუზმემდე.

ამ მეთოდის უპირატესობა ის არის, რომ არ გჭირდებათ წვენსაწური. ის მზადდება ყოველდღიურად სწრაფად და მარტივად და, რაც მთავარია, ბუნებრივი გზით. იგი  თანდათან გავლენას მოახდენს ცხიმებსა და სისხლის რაოდენობაზე.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ბუნებრივი საშუალება ნამდვილად დაგეხმარებათ სისხლში ცხიმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია