როგორ ვუმკურნალოთ მაზოლებს ბუნებრივად? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ..

ამ სტატიაში გაგაცნობთ ხალხურ მეთოდებს მაზოლებისა და კოჟრების მოსაცილებად

ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ:

1. გამწმენდი ქვა

გაუხეშებული კანისა და მაზოლების მოსაცილებლად კარგი საშუალებაა გამწმენდი ქვით გახეხვა. ამისათვის დაასველეთ ფეხები თბილ წყალში ათი წუთის განმავლობაში და შემდეგ გახეხეთ პრობლემური ადგილი.

2. ვაშლის ძმარი

კოჟრების მოსაცილებლად ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტების უმეტესობა შეიცავს მჟავას, რომელიც ხსნის სქელ კანს. ვაშლის სიდრი ძმარი ანალოგიურად მუშაობს.

ბამბაზე დააწვეთეთ ძმარი და დაიჭირეთ პრობლემურ ზონაზე, რომ შეიწოვოს. დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა არ უნდა გამოიყენონ ეს მეთოდი, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ჭრილობა, რომელიც არ შეხორცდება. ამიტომ წასმისას ფრთხილად უნდა იყოთ და თუ კანი გაწითლდა, უნდა შეწყვიტოთ მისი გამოყენება.

3. ლიმონი

ლიმონის მჟავა დაგეხმარებათ მაზოლის მოცილბაში. ძილის წინ ლიმონის ნაჭერი დაიდეთ მაზოლზე, შეიხვიეთ ტილოში და გაიჩერეთ მთელი ღამე. გაიმეორეთ ეს პროცესი მანამ, სანამ მაზოლი არ გაქრება.

4. აბუსალათინის ზეთი

მაზოლის დამუშავება შესაძლებელია აბუსალათინის ზეთით. ბამბის დისკი დაასველეთ ზეთში, წაისვით პრობლემურ ადგილას და დაიმაგრეთ რაიმე სახის წებოვანი ლენტით. აბუსალათინის ზეთი ასევე მჟავეა, ამიტომ ფრთხილად იყავით, რომ ნორმალურ კანზე არ წაისვათ.

5. ასპირინი

მაზოლის მოცილება ასევე შესაძლებელია ანალგეტიკით. დააქუცმაცეთ ასპირინის ხუთი ან ექვსი ტაბლეტი, შეურიეთ ძმარსა და წყალს და გააკეთეთ პასტა. წაისვით მასა მაზოლზე და დაამაგრეთ ბინტით. ათი წუთის შემდეგ იგი საკმარისად დარბილდება იმისთვის, რომ ქვით მოაშოროთ. ეს კომბინაცია უფრო მჟავეა, ვიდრე წინა, ამიტომ დარწმუნდით, რომ გამოიყენეთ იგი მხოლოდ კანის პრობლემურ ადგილებში.

6. ეფსომის მარილი

ეფსომის მარილი, ასევე ცნობილი როგორც მწარე მარილი, ჩაყარეთ მარილი თბილ წყალში და შემდეგ ფეხები მოათავსეთ ასეთ ხსნარში. ეს განსაკუთრებით კარგია ბუშტუკებისთვის, რომელთა ამოღება შეგიძლიათ დარბილების შემდეგ.

7. საცხობი სოდა

ისევე, როგორც ასპირინის პასტა, საცხობი სოდა შეიძლება გამოყენებულ იქნას სქელი კანის დასარბილებლად და მოსაშორებლად. შეურიეთ სოდა წყალს და გააკეთეთ პასტა, წაისვით კოჟრზე და გაიჩერეთ რამდენიმე წუთი. კანის დარბილების შემდეგ მოიცილეთ სპეციალური ქვით.

Facebook კომენტარები