ნუ ამოძირკვავთ ამ მცენარეს! ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო სამკურნალო ბალახი!
ეს მცენარე უკვე ძალიან დიდი ხანია რაც გამოიყენება სხვადასხვა სამკურნალო დანიშნულებით მისი ძლიერი სამკურნალო თვისებების გამო. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას, K ვიტამინს, კალციუმს და ბეტა- კაროტინს.
ამ მცენარეს აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, დამამშვიდებელი, ანტიმიკრობული, ამოსახველებელი, ანტიჰისტამინური, შარდმდენი და ჰემოსტატიკური თვისებები.
მათი ანთების საწინააღმდეგო თვისებები ამშვიდებს ტკივილს და ქავილს კანის პრობლემების, ფურუნკულების, მწერების ნაკბენისა და მცირე წყლულების გამო. მათი გამოყენება ასევე შეგიძლიათ სიროფის, ნაყენის ან ჩაის დასამზადებლად.
ამ გასაოცარ მცენარეს აქვს სამკურნალო გამოყენების ფართო სპექტრი. ფსილიუმი ჩვენი ორგანიზმისთვის პანაცეას ჰგავს და მას შეუძლია დაეხმაროს საჭმლის მომნელებელი პრობლემების და მენსტრუალური კრუნჩხვების, კანის ნებისმიერი პრობლემის და ართრიტის გადაჭრაშიც კი.
ორმა კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს ბალახი ქრონიკული ბრონქიტის ეფექტური სამკურნალო საშუალებაა. კერძოდ, ფსილიუმის დამამშვიდებელი თვისებები მსგავსია გლიცერინისა და პექტინისა, რომლებიც გვხვდება ხველის სიროფებში.
ამ სასწაულმოქმედი მცენარის ფოთლები მდიდარია C ვიტამინით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს იმუნურ სისტემას. გარდა ამისა, იგი წარმოადგენს A ვიტამინის მდიდარ წყაროს, რომელიც მხარს უჭერს თვალის ჯანმრთელობას და იცავს მაკულარული დეგენერაციისგან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიბრმავე.
ეს მრავალმხრივი ბალახი შეიძლება გამოყენებულ იქნას საერთო ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
გაგაცნობთ მრავალძარღვას ჩაის რეცეპტს. ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ:
- ერთი სუფრის კოვზი დაჭრილი ახალი ან მშრალი მრავალძარღვას ფოთოლი
- ერთი ჭიქა ადუღებული წყალი
- ერთი ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი (სურვილისამებრ)
მომზადების მეთოდი:
პატარა ზომის ქვაბში ჩაასხით წყალი, დადგით გაზქურაზე და აადუღეთ წყალი. როდესაც ადუღდება მასში ჩაყარეთ მრავალძარღვას ფოთლები. მცენარე გააჩერეთ წყალში 10 წუთის განმავლობაში და შემდეგ გადაწურეთ სითხე. თუ თქვენ გიყვართ ტკბილი ჩაი, მაშინ შეგიძლიათ დაამატოთ ერთი ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი.
მიღება:
დალიეთ თქვენს მიერ მომზადებული ჩაი და ისიამოვნეთ ჯანმრთელობის მრავალი სარგებელით!