აი როგორ უნდა გაიწმინდოთ თირკმელები მომენტალურად ამ ბუნებრივი სასმელით!

თქვენი თირკმელები მუდმივად ფილტრავენ თქვენს სისხლს, რომელიც ორგანიზმიდან შარდის მეშვეობით შლის ტოქსინებს.

როდესაც არაჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვებით, ეს ტოქსინები გროვდება და თირკმელებს კიდევ უფრო ურთულებს თავიანთი საქმის შესრულებას.

სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, იყოთ ჰიდრატირებული და პერიოდულად გაიწმინდოთ თირკმელები (და ღვიძლი).

ეს ჩვევა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ თირკმლის დაავადება, თირკმლის ქვები და ორგანიზმში ტოქსინების დაგროვება.

ამის ერთ-ერთი საუკეთესო ხალხური საშუაებაა ოხრახუშის ნახარშის გამოყენება.

როგორ შეუძლია ოხრახუშს თირკმელების დეტოქსიკაცია?

ოხრახუში მდიდარია K ვიტამინით, A ვიტამინით, C ვიტამინით, ფოლიუმის მჟავით და რკინით, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია თირკმელების ჯანმრთელობისთვის.

ოხრახუშის ჩაის დალევა ხელს უწყობს თირკმელების გაწმენდას შარდის გამომუშავებისა და ნაკადის გაზრდის გზით, რამაც შეიძლება თირკმელების ქვები “დაძვრას”.

ეს ჩაი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას შფოთვის შესამცირებლად და ნერვების დასამშვიდებლად.

როგორ მოვამზადოთ ოხრახუშის ჩაი?

მის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტებია:

  • ერთი კონა ახალი ოხრახუშის ფოთოლი
  • რვა ჭიქა გაფილტრული წყალი
  • ორი სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი
  • დაახლოებით ნახევარი ლიმონის ახლად გაწურული წვენი

მომზადების მეთოდი შემდეგნაერია:

გავრეცხოთ და დავჭრათ ოხრახუშის ფოთლები დიდ ნაჭრებად. ამის პარალელურად საშუალო ზომის ქვაბში ჩაასხით წყალი და დადგით გაზქურაზე. მას შემდეგ, რაც წყალი ადუღდება, დაუმატეთ ოხრახუშის დაჭრილი ფოთლები და დაუწიეთ გაზს. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე ათი წუთის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ გადაწურეთ სუფთა მარლის გამოყენებით დიდ ქვაბში.დაახურეთ თავსახური და დაელოდეთ რომ სითხე გაცივდეს. როდესაც გაცივდება, დაამატეთ ლიმონის წვენი და ნატურალური თაფლი თქვენი გემოვნებით.

მიღება:

დალიეთ 1-2 ჭიქა მთელი დღის განმავლობაში.სითხე შეინახეთ შუშის კონტეინერში, მაცივარში ერთ კვირამდე.

ყურადღება!

თუ ამჟამად იღებთ რეცეპტით გაწერილ მედიკამენტებს ან გაწუხებთ თირკმელების დაავადება, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ოხრახუშის ჩაის მიღებამდე.

ამ ჩაიმ შეიძლება გამოიწვიოს მენსტრუაცია და მუცლის მოშლა, ამიტომ ორსულებმა თავი უნდა შეიკავონ ამ ჩაის დალევისგან.

Facebook კომენტარები