თუ ორგანიზმიდან პარაზიტების მოცილება გინდა, გამოიყენე ამ რეცეპტებიდან რომელიმე! უძლიერესი საშუალებებია!

პარაზიტები არის ორგანიზმები, რომლებიც ცხოვრობენ და ვითარდებიან სხვა ორგანიზმების ხარჯზე.

პარაზიტებით ინფიცირებული ადამიანი სისტემატურად კარგავს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო საკვებ ნივთიერებებს. გარდა ამისა, ის განიცდის დამატებით დატვირთვას, გადაამუშავებს არასასურველი თანაცხოვრების მიერ გამოყოფილ ნარჩენებს.

ადამიანის ორგანიზმში 100-ზე მეტი სახის პარაზიტმა შეიძლება იცხოვროს. ისინი შეიძლება იყოს სხვადასხვა ფორმისა და ზომის, მიკროსკოპული ერთუჯრედიანი, რამდენიმე მეტრის სიგრძის ჭიებამდე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, პარაზიტები და მათი სიცოცხლის შედეგები ადამიანის ორგანიზმში იწვევს ყველა დაავადების დაახლოებით 80 პროცენტს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ადამიანი ხვდება პარაზიტებს, სურთ თუ არა.

გაგაცნობთ რამმდენიმე ხალხურ რეცეპტებს პარაზიტების გასანადგურებლად

გოგრის თესლი და რძე

ინგრედიენტები:

  • 1/4 ჩაის ჭიქა რძე,
  • გოგრის თესლი – 4 ცალი

მომზადება:

დაფქვით გოგრის თესლი და დაუმატეთ თბილ რძეს. მიირთვით საუზმობამდე რამდენიმე წუთით ადრე 1 კვირის განმავლობაში.

გოგრის თესლი და წყალი

ინგრედიენტები:

  • 2 სუფრის კოვზი გარჩეული და დაფქული გოგრის თესლი,
  • ½ ჩ. ჭ. (125 მლ) თბილი წყალი.

მომზადება:

შეურიეთ ორივე ინგრედიენტი ერთმანეთში, დააყოვნეთ რამდენიმე წუთით და მიირთვით დილას, უზმოზე.

კვლიავი

ინგრედიენტები:

  • 1/2 ჩაის კოვზი კვლიავი,
  • ნახევარი ჩ. ჭ. წყალი,
  • 1/2 ჩ. კ. ნაღველა,
  • 1/2 ჩ. კ. გვირილა.

მომზადება:

დადგით წყალი ცეცხლზე, ჩაყარეთ მასში ბალახები და დუღილის დაწყებიდან ხარშეთ 10 წუთით. გადმოდგით ნარევი ცეცხლიდან და დააყოვნეთ 10 წუთით. დაყოვნებული მასა გადაწურეთ და დაილეთ დილით, უზმოზე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – 10-დან 20 დღემდე.

ზეითუნის ზეთი და აბზინდა

ინგრედიენტები:

  • 2 ჩაის ჭიქა (500 მლ) ზეითუნის ზეთი,
  • 50 გრამი გამომშრალი აბზინდა.

ინსტრუქცია:

ორივე ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთში მუქი ფერის მინის ჭურჭელში. დააფარეთ ქილას თავსახური და შეინახეთ ბნელ ადგილას 10 დღე-ღამის განმავლობაში. დაყოვნებული საშუალება მიირთვით დღეში 2 ჩაის კოვზის ოდენობით ყოველ დილას, უზმოზე.

გაითვალისწინეთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული რჩევები, რათა მოიცილოთ პარაზიტები, ჭიები და მათი კვერცხები ორგანიზმიდან ძალიან სწრაფად და მარტივად. ვიმედოვნებთ, რომ, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია