მოიშორეთ ხველა სულ რაღაც ერთ ღამეში! ეს ყველაზე ეფექტური საშუალებაა რაც კი ოდესმე მიცდია…

არსებობს ხველის უტყუარი საშუალება, რომელიც ნებისმიერ სიროფზე უკეთ დაგეხმარებათ. დამწვარი შაქარი მოქმედებს ძალიან ნაზად, ხსნის ლორწოვანი გარსის ანთებას, ამიტომ მისი გამოყენება შესაძლებელია ბავშვების სამკურნალოდაც კი!

ცეცხლზე დამდნარი შაქრისგან შეგიძლიათ მოამზადოთ ბავშვებისთვის საწუწნი ლოლიფოფი, მაგრამ უკეთესი ვარიანტიც არსებობს! მე მინდა გაგიზიაროთ ეფექტური რეცეპტი.

დამწვარი შაქარი ხველისთვის

რა თქმა უნდა, ძლიერი ხველის დროს ბავშვში ან ზრდასრულ ასაკში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს და გამოიყენოთ მისი რეცეპტები. მაგრამ როგორც დამატებითი მკურნალობა, შეგიძლიათ დალიოთ ისეთი ჯანსაღი შაქრის რძის სიროფი, რომელიც სასწაულებრივად გაუმკლავდება ხველას. ძილის წინ სვამ ერთ ჭიქას და მთელი ღამე მშვიდად გძინავს, ხველის გარეშე!

მის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი სახის ინგრედიენტები:

  • ერთი ჩაის კოვზი დამწვარი შაქარი
  • რძე 200 მლ
  • ორი ცალი ბანანი

მომზადების მეთოდი ასეთია:

ცეცხლზე კოვზით გააცხელეთ ჩვეულებრივი შაქარი.

როცა კრისტალები გადნება და მასა შესქელდება, ტაფაში ჩაასხით დამწვარი შაქარი. მას კი ზემდან დაასხით ერთი ჭიქა ცხელი რძე.

გაფცქვენით ორი ცალი მწიფე ბანანი, დაფქვით ბლენდერში ან ჩანგლით დაჭყლიტეთ.

ცხელ ტკბილ რძეს დაუმატეთ ბანანის პიურე. ნარევი მიიყვანეთ ადუღებამდე, ამ დროის განმავლობაში მუდმივად ურიეთ.

გადმოდგით რძე ცეცხლიდან, ოდნავ გააგრილეთ და დალიეთ!

დამწვარ შაქარს ექნება ამოსახველებელი ეფექტი, რძე გაზრდის ლორწოს გამოყოფას, ბანანი კი ორგანიზმს დაეხმარება ანთებით პროცესთან გამკლავებაში.

ბავშვს აუცილებლად მოეწონება ხველის დროს დამწვარი შაქარი, ეს ისეთი ჯანსაღი კანფეტია.

Facebook კომენტარები