მოამზადეთ გამაახალგაზრდავებელი სახის ნიღაბი სახლში! მისი შედეგით გაოგნებული ვარ!

გამაახალგაზრდავებელი სახის ნიღაბი შეგიძლიათ მარტივად შეიძინოთ მაღაზიაში და აფთიაქში. მაგრამ თქვენ არ იცით, რა ჩადო მწარმოებელმა ქილაში და როგორ რეაგირებს თქვენი კანი შიგთავსზე.

ჩვენი რედაქცია თქვენს ყურადღებას მიიპყრობს სახის ლიფტინგის ნიღბის რეცეპტზე, რომელიც შეგიძლიათ მარტივად მოამზადოთ სახლის პირობებში. თქვენ ძალიან კმაყოფილი დარჩებით მისი შედეგით.

სახის გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი

ამ ეფექტური ნიღბის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი სახის ინგრედიენტები

  • ნახევარი ბანანი ყავისფერი ლაქების გარეშე
  • ერთი ჩაის კოვზი დაფქული ჯანჯაფილი ან ახალი წვენი
  • ორი ჩაის კოვზი კოსმეტიკური ზეითუნის ზეთი (შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა)
  • ერთი ცალი ათქვეფილი კვერცხის ცილა

მომზადების მეთოდი ასეთია:

გაფრცქვენით ბანანი და მოათავსეთ პატარა ზომის თასში, შემდეგ ჩანგლით ჩაჭყლიტეთ კარგად, რომ მიიღოთ პიურის მსგავსი მასა. შემდეგ მას დაამატეთ ჯანჯაფილი და ზეითუნის ზეთი.

მიღებულ მასას დაუმატეთ კვერცხის ცილა და კარგად აურიეთ.

აი როგორ უნდა გამოიყენოთ

ნარევი თხელ ფენად წაისვით სახეზე, კისერზე და დეკოლტეზე. დააცადეთ ოდნავ გაშრეს და წაისვით კიდევ 2-3 ფენა. შეინახეთ ბოლო ფენა დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში.

დროის გასვლის შემდეგ დაასველეთ ნიღაბი თბილი წყლით და ჩამოიბანეთ თითქმის ცივი წყლით.

შემდეგ კი წაისვით დამატენიანებელი კრემი (სასურველია მსუბუქი) ან შრატი კანზე.

ამ სახის ნიღბის ეფექტი შეიძლება ითქვას მყისიერია. მას აქვს საოცარი მატონიზირებელი და ლიფტინგის ეფექტი . მას ჰქვია “მინუს 10 წელი”. გამოიყენეთ ეს ნიღაბი ერთხელ – როგორც ექსპრეს მოვლის საშუალება.

კურსის გავლა შეგიძლიათ, თუ კანი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. გააკეთეთ 10 ნიღაბი, გაიმეორეთ ისინი არა უმეტეს 5-6 დღეში ერთხელ.

დაუბრუნე კანს ახალგაზრდობა და გაუზიარე რეცეპტი მეგობრებს!

Facebook კომენტარები