მოიშორეთ ფეხის სოკო ძმრისა და კვერცხის გამოყენებით... ის ბევრს გამოადგა უკვე..
სოკოს დაავადება მთელი წლის განმავლობაში იჩენს თავს, თუმცა განსაკუთრებით აქტუალური ზაფხულში ხდება. ონიქომიკოზით ანუ ფრჩხილის სოკოთი ინფიცირების რისკი მაღალია საცურაო აუზებზე, სპორტდარბაზებში, პლაჟზე, საუნაში, აბანოსა და ზოგადად, იმ ადგილებში, სადაც მაღალი ტენიანობა და ტემპერატურაა და შიშველი ფეხით გიწევთ სიარული.
ამ დაავადების კლინიკური გამოვლინებები დამოკიდებულია გამომწვევი სოკოს სახეობაზე. იგი ძირითადად გასქელებული, გაყვითლებული და გაფხვიერებული ფრჩხილის ფირფიტის სახითაა წარმოდგენილი, თუმცა შესაძლოა ნორმალური სისქის, ან გათხელებული და დაშლილი ფირფიტაც იყოს, ყვითელი, შავი ან თეთრი ფერით.
სახლის პირობებში შეგვიძლია ნატურალური ხერხით ვუმკურნალოთ ფრჩხილებს:
აიღეთ 250 გრამიანი ქილა, ჩადეთ მასში უმი კვერცხი და ჩაასხით იმ რაოდენობის 70%-იანი ძმარი, რამდენიც დასჭირდება მის სრულად დაფარვას. ქილა შედგით მაცივარში. ერთი კვირის შემდეგ კვერცხის ნაჭუჭი სრულად გაიხსნება ძმარში და დარჩება მხოლოდ თხელი საფარი.
ამოიღეთ იგი ქილიდან და გასრისეთ ჩანგლის საშუალებით, შემდეგ კი დაუმატეთ 70-90 გრამი შერბილებული კარაქი. მთელი მასა აურიეთ იქამდე, სანამ არ მიიღებთ ერთსახოვან კონსისტენციას. ფენებად წაისვით დაავადებულ ფრჩხილზე, ზევიდან დაადეთ კომპრესორული ქაღალდი, შემედ კი დააფიქსირეთ იგი ბინტით. არ შეიძლება კომპრესორული ქაღალდის ნაცვლად ცელოფნის გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებთ მძიმე დამწვრობას. ეს პროცედურა შეასრულეთ ღამით, ძილის წინ. დილით მოიხსენით სახვევი (არტახი).
დარბილებული ფრჩხილის ზედაპირი მოხსენით სპეციალური ქლიბით, შეიზილეთ იოდი, ზევიდან კი წაისვით ფრჩხილების ლაქი. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში ერთხელ. ფრჩხილი ზრდის მიხედვით მოიჭერით, გარვეული დროის განმავლობაში დაავადებული ფრჩხილი სრულად მოიჭრება და მის ნაცვლად უკვე ჯანმრთელი გაიზრდება.
ინფორმაცია მოწოდებულია საინფორმაციო მიზნებისთვის. ნებისმიერი რჩევის, რეცეპტის ან ტრადიციული მედიცინის გამოყენებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს. თვითმკურნალობა შეიძლება საზიანო იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის!