დაამარცხეთ გრიპის და გაციების სეზონი ამ უძლიერესი ბუნებრივი ანტიბიოტიკით. ის ერთადერთია, რომელიც მე დამეხმარა საშინელი ვირუსის დამარცხებაში..

ამინდის უეცარი ცვლილებები გაციებისა და გრიპის დიდი მიზეზია. მაგრამ არ ინერვიულოთ, ჩვენ შემოგთავაზებთ ბუნებრივ ანტიბიოტიკს, რომელსაც აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, რომელიც იმუნიტეტის გაძლიერების გარდა, კლავს ბაქტერიებს და დაავადების გამომწვევ აგენტებს.

სინთეზური ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით, რომელთა შეძენაც შეგიძლიათ აფთიაქებში, ეს წამალი არ იწვევს გვერდით მოვლენებს საჭმლის მონელებასა და ნაწლავის მიკროფლორაზე და სრულიად უსაფრთხოა გამოსაყენებლად.

ამ წამლის მთავარი შემადგენელი ინგრედიენტია კურკუმა. მოდით განვიხილოთ ამ წამლის შემადგენლობა უფრო დეტალურად.

კურკუმა შეიცავს კურკუმინს, პოლიფენოლს, აქტიურ ინგრედიენტს, რომელსაც აქვს 150-ზე მეტი თერაპიული თვისება, მათ შორის ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები.

თაფლისა და კურკუმას მიღებით აუმჯობესებთ საჭმლის მონელებას და აძლიერებთ ნაწლავებში კარგი ბაქტერიების რაოდენობას.

ამ ბუნებრივი ანტიბიოტიკის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი სახის ინგრედიენტები:

  • ასი გრ ნატურალური თაფლი
  • ერთი სუფრის კოვზი კურკუმას ფხვნილი

მომზადების მეთოდი ასეთია:

აიღეთ პატარა ზომის ქვაბი და მასში მოათავსეთ ნატურალური თაფლი და კურკუმას ფხვნილი. აურიეთ ორივე ინგრედიენტი ისე, რომ მთლიანად ერთმანეთში აირიოს და შემდეგ ჩაასხით სუფთა მინის ქილაში.

როგორ გამოვიყენოთ ეს წამალი?

როგორც კი შეამჩნევთ გაციების ან გრიპის პირველ სიმპტომებს, მიიღეთ წამალი შემდეგნაირად:

  1. პირველი დღე – მიიღეთ წამლის ნახევარი ჩაის კოვზი ყოველ საათში.
  2. მეორე დღე – მიიღეთ ნახევარი ჩაის კოვზი ყოველ ორ საათში.
  3. მესამე დღე – მიიღეთ ნახევარი ჩაის კოვზი დღეში სამჯერ.

სასურველია წამალი დაუყოვნებლივ არ გადაყლაპოთ, არამედ გაიჩეროთ პირში გასახსნელად. ბევრი ამბობს, რომ ამ წამლის მიღებიდან სამი დღის შემდეგ ყველა სიმპტომი ქრება. უფრო ადვილი მოხმარებისთვის, შეგიძლიათ დაამატოთ იგი თბილ რძეში ან ჩაიში.

გისურვებთ ჯანმრთელობასა და მხნეობას..

Facebook კომენტარები