გამოიყენეთ ნატურალური რეცეპტები პარაზიტების გასანადგურებლად!
პარაზიტი — ცოცხალ ორგანიზმში მობინადრე არსებები. ისინი „მასპინძელ“ ორგანიზმებს ართმევენ საკვებ ნივთიერებებს და მრავლდებიან.
ნატურალური რეცეპტები პარაზიტების გასანადგურებლად
გოგრის თესლი და რძე
თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 1/4 ჩაის ჭიქა რძე,
- გოგრის თესლი – 4 ცალი
მომზადების მეთოდი შემდეგნაერია:
დაფქვით გოგრის თესლი და დაუმატეთ თბილ რძეს. მიირთვით საუზმობამდე რამდენიმე წუთით ადრე 1 კვირის განმავლობაში.
გოგრის თესლი და წყალი
საჭირო ინგრედიენტებია:
- 2 სუფრის კოვზი გარჩეული და დაფქული გოგრის თესლი,
- ½ ჩ. ჭ. (125 მლ) თბილი წყალი.
მომზადების მეთოდი ასეთია:
შეურიეთ ორივე ინგრედიენტი ერთმანეთში, დააყოვნეთ რამდენიმე წუთით და მიირთვით დილას, უზმოზე.
კვლიავი
თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი სახის ინგრედიენტები:
- 1/2 ჩაის კოვზი კვლიავი,
- ნახევარი ჩ. ჭ. წყალი,
- 1/2 ჩ. კ. ნაღველა,
- 1/2 ჩ. კ. გვირილა.
აი რა უნდა გააკეთოთ მის მოსამზადებლად:
დადგით წყალი ცეცხლზე, ჩაყარეთ მასში ბალახები და დუღილის დაწყებიდან ხარშეთ 10 წუთით. გადმოდგით ნარევი ცეცხლიდან და დააყოვნეთ 10 წუთით. დაყოვნებული მასა გადაწურეთ და დაილეთ დილით, უზმოზე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – 10-დან 20 დღემდე.
ზეითუნის ზეთი და აბზინდა
საჭირო ინგრედიენტები:
- 2 ჩაის ჭიქა (500 მლ) ზეითუნის ზეთი,
- 50 გრამი გამომშრალი აბზინდა.
მომზადების მეთოდი:
ორივე ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთში მუქი ფერის მინის ჭურჭელში. დააფარეთ ქილას თავსახური და შეინახეთ ბნელ ადგილას 10 დღე-ღამის განმავლობაში. დაყოვნებული საშუალება მიირთვით დღეში 2 ჩაის კოვზის ოდენობით ყოველ დილას, უზმოზე.
გაითვალისწინეთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული რჩევები, რათა მოიცილოთ პარაზიტები, ჭიები და მათი კვერცხები ორგანიზმიდან ძალიან სწრაფად და მარტივად. ვიმედოვნებთ, რომ, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ.