რას წარმოვიდგენდი თუ კურკუმას კრემით სახსების ტკივილს მოვირჩენდი.. ეს აქამდე რატომ არ ვიცოდი..
კურკუმა წარმოუდგენლად სასარგებლო სანელებელია, რომელსაც ხშირად იყენებენ ინდურ და ჩინურ მედიცინაში მისი ძლიერი ანთების საწინააღმდეგო თვისებების გამო.
კერძოდ, გამოიყენება გულმკერდის ტკივილის, სიყვითლის, სისხლიანი შარდის, მეტეორიზმის, სისხლდენის, კოლიკის, მენსტრუალური ტკივილის, კბილის ტკივილისა და სისხლჩაქცევების დროს.
ექსპერტები თვლიან, რომ ამ სანელებლის წარმოუდგენელი სარგებელი უმეტესად მის აქტიურ ინგრედიენტს, კურკუმინს მოჰყვება. კურკუმას ანთების საწინააღმდეგო თვისებები უფრო ძლიერია, ვიდრე წამლების უმეტესობა. მაგრამ, ამ პრეპარატებისგან განსხვავებით, ეს ბუნებრივი სუნელი არ იწვევს რაიმე გვერდით მოვლენებს.
კურკუმას ეს უნარი გამოიყენებოდა ნაწლავის ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა წყლულოვანი კოლიტი და კრონის დაავადება. ის ასევე ხსნის რევმატოიდული ართრიტის სიმპტომებს და უაღრესად სასარგებლოა კისტოზური ფიბროზის დროს.
გარდა ამისა, ეს ყვითელი სანელებელი ასევე ძალზე ეფექტურია ალცჰეიმერის დაავადების პროფილაქტიკისთვის, ცუდი ქოლესტერინის დონის შემცირებაში, ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და ინსულტის რისკს, ასევე კარგია ღვიძლისთვის.
კურკუმა შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.
სახსრების ტკივილი-შეურიეთ ჰიმალაის მარილი კურკუმას ფხვნილს 1:2 თანაფარდობით და დაამატეთ ცოტა წყალი. შემდეგ მომზადებული პასტა წაისვით დაზიანებულ ადგილზე და გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღე და შეამჩნევთ, რომ სახსრების ტკივილი საგრძნობლად შემცირდა.
კურნავს მცირე ჭრილობებს-გაწმენდილ ჭრილობაზე წაისვით ცოტაოდენი კურკუმა და შეიხვიეთ ბინტით.
ამცირებს კუჭის ტკივილს-კურკუმას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამსუბუქოს კუჭის ტკივილი.
ქერტლის სამკურნალო საშუალება-შეიზილეთ სკალპი ქოქოსის ზეთისა და კურკუმას ნარევით. გაიჩერეთ 15 წუთი, რომ ნაზავმა იმოქმედოს და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ამ მეთოდის გამოყენებით თქვენ დაივიწყებთ ქერტლს!
კანის ბზინვარება-შეურიეთ ⅓ ჩაის კოვზი კურკუმა 1 ათქვეფილი კვერცხის ცილას და ½ ჩაის კოვზ ლიმონის წვენს, მიღებული ნაზავი წაისვით სახეზე და ჩამოიბანეთ 10-15 წუთის შემდეგ. შენი კანი გაბრწყინდება!
კბილების გათეთრება-კურკუმა შესანიშნავია კბილების გასათეთრებლად! აურიეთ ერთი ჩაის კოვზი კურკუმა, 3 სუფრის კოვზი დარბილებული ქოქოსის ზეთი და 2 ჩაის კოვზი საცხობი სოდა,მიღებული პასტა გამოყენება ჩვეულებრივი კბილის პასტის ნაცვლად.
ნიღაბი სახისთვის- კურკუმა დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ აკნეს, როზაცეას და ბევრ სხვა კანის დაავადებას. უბრალოდ აურიეთ ერთი ჩაის კოვზი წყალი, ერთი ჩაის კოვზი თაფლი და ერთი ჩაის კოვზი კურკუმა ერთმანეთს. წაისვით მიღებული ნიღაბი სახეზე, გაიჩერეთ 3 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
და რა თქმა უნდა, თქვენს საყვარელ კერძებს დაუმატეთ კურკუმა – გემოს გაამდიდრებს!