თუ თირკმლებში კენჭები გაქვს, სცადე ოხრახუშისა და ლიმონის ნაყენი მის დასაშლელად!.. ძალიან ეფექტურია..
ნაყენი, რომელიც დღეს უნდა გასწავლოთ, ამცირებს ზომაში კენჭებს და პროვოცირებს სხეულიდან მათი გამოდევნის პროცესს.
აუცილებელია დიდი სიფრთხილის გამოჩენა: თუ თირკმელებში არსებული კენჭების ზომა 5 მილიმეტრს აღემატება, შეიკავეთ თავი ნებისმიერი ხალხური საშუალების გამოყენებისგან.
ლიმონის წვენი
ეს არაჩვეულებრივი ციტრუსი მდიდარია ლიმონმჟავითა და ფოსფორმჟავით – ორი კომპონენტი, რომელიც საგრძნობლად ამცირებს კენჭების ფორმირების რისკს.
ციტრიტის მაღალი შემცველობის ხარჯზე, ლიმონის წვენი ამცირებს შარდის მჟავიანობას და სტიმულირებს სხეულიდან ზედმეტი მარილებისა და ტოქსინების მოშორების პროცესს. ლიმონი არის შარდმდენი, ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო.
ოხარხუში
ოხრახუში – მცენარე, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ხალხურ მედიცინაში, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, როდესაც საუბარი თირკმელების ჯანმრთელობაზე მიდის.
აპიოლი და მირისტიცინი – ოხრახუშში შემავალი ორი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ზრდის შარდის გამომუშავებას და გვაშორებს სხეულიდან ზედმეტ სითხეს.
დაგჭირდებათ ეს ინგრედიენტები:
- 1 ლიმონის წვენი,
- 1 მუჭა ნედლი ოხრახუში,
- 200 გრამი ზეითუნის ზეთი,
- 300 გრამი ნეკერჩხლის სიროფი,
- 300 გრამი ნატურალური თაფლი.
მომზადების მეთოდი ასეთია:
ბოლომდე გამოწურეთ წვენი ლიმონისგან და დაუმატეთ ის ერთ მუჭა ნედლ ოხრახუშს. ბლენდერის გამოყენებით მოამზადეთ ფაფა. მიღებულ ფაფაში ჩაამატეთ დარჩენილი ინგრედიენტები და ურიეთ მაღალ სიჩქარეზე რამდენიმე წუთის განმავლობაში. მიღებული ერთგვაროვანი მასა მოათავსეთ მინის ქილაში, კარგად დააფარეთ თავსახური და შეინახეთ ბნელ, ცივ ადგილას. მომზადებული ნაყენი დალიეთ 1 სუფრის კოვზი ყოველ დილას, უზმოზე. მთელი დღის განმავლობაში თქვენ აუცილებლად უნდა მიიღოთ საკმარისი რაოდენობით წყალი. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – ნარევის ამოწურვამდე, შემდეგ შეისვენეთ აუცილებლად რომ არ გამოიწვიოს გაღიზიანება კუჭნაწლავის.