ჯანმრთელი თირკმლების შესანარჩუნებლად, აუცილებელია ამ რჩევებისგათვალისწინება! ეს მნიშვნელოვანია!!
ადამიანისთვის თირკმელები ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოა. ისინი აშორებენ ზედმეტ ორგანულ მოლეკულებს (როგორიცაა გლუკოზა) და აშორებენ მეტაბოლურ ნარჩენ პროდუქტებს. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საშარდე სისტემაში და ასევე ასრულებენ ელექტროლიტების რეგულირების, მჟავა-ტუტოვანი ბალანსის შენარჩუნებისა და არტერიული წნევის რეგულირების ფუნქციებს. ეს არის ბუნებრივი სისხლის ფილტრი.
რაც შეეხება თირკმელების დაავადებებს, ისინი ძალიან მრავალფეროვანია. მაგრამ ამ დაავადებების კლინიკური სიმპტომები ხშირად ემთხვევა. მსგავსი ნიშნები გვხვდება დაავადებებში, როგორიცაა თირკმლის კისტა, მწვავე დაზიანებები და თირკმელების ქრონიკული დაავადება, საშარდე გზების ინფექციები, ნეფროლითიაზი და საშარდე გზების ობსტრუქცია. ასევე არსებობს თირკმლის დაავადებული უჯრედების სხვადასხვა ტიპები, რომლებსაც აქვთ მსგავსი სიმპტომები.
შეინარჩუნეთ ჯანსაღი თირკმელები
როგორ შევინარჩუნოთ თირკმელები ჯანმრთელ მდგომარეობაში? ამისათვის გაგაცნობთ რამდენიმე მარტივ რჩევას. მისი გათვალისწინების შემთხვევაში, თქვენი თირკმლების ჯანმრთელობა გარანტირებულია. მოდით გავეცნოთ მათ.
- მიირთვით ჯანსაღი საკვები : ხილი, ბოსტნეული, თხილი და უცხიმო ხორცი.
- შეინარჩუნეთ კარგი ფორმა და დაკავდით სპორტით.
- აკონტროლეთ სისხლში შაქრის დონე და შეინახეთ ისინი ნორმალურ დიაპაზონში.
- რეგულარულად შეამოწმეთ არტერიული წნევა და ეცადეთ, ისიც ნორმალური იყოს ყოველთვის.
- შეამცირეთ მარილის მიღება და დალიეთ ბევრი წყალი.
- მოწევას თავი დაანებეთ.
- ეცადეთ შეზღუდოთ წამლების გამოყენება, შეეცადეთ შეცვალოთ ისინი ბუნებრივი საშუალებებით.
რეგულარულად ეწვიეთ ექიმს, განსაკუთრებით თუ გაქვთ გენეტიკური მიდრეკილება თირკმელების დაავადებისადმი (ეს ძალიან მნიშველვანია).
ალბათ დამეთანხმებით, რომ ამ რჩევების დაცვა არ არის რთული. მაგრამ თუ მათ ჩვევად აქცევთ, შეძლებთ დაიცვათ თირკმელები სხვადასხვა დაავადების გაჩენისგან.
გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და თირკმელებს.