უეცარი თავის ტკივილის მოხსნის უსწრაფესი გზები! ეფექტურია!

გახსოვს ბოლოს როდის გქონდა თავის ტკივილი? ალბათ დიახ, რადგან დღევანდელი ცხოვრების ტემპისა და ყოველდღიური სტრესის გამო უეცარი თავის ტკივილი ბევრისთვის ჩვეულებრივ და გახშირებულ მოვლენად იქცა.

ზოგჯერ თავის ტკივილი უვნებელია და სწრაფად გადის, ზოგჯერ კი შეიძლება დამღლელი იყოს და მთელი დღის ხარისხზე იმოქმედოს.

იმის გამო, რომ ზოგჯერ სტრესისგან თავის დაღწევა ნამდვილად რთულია, კარგია იცოდეთ რა არის უეცარი თავის ტკივილის მოხსნის ყველაზე სწრაფი გზები, რათა მათ მთელი დღე არ გაგიფუჭოთ.

ცივი ან ცხელი კომპრესები უეცარი თავის ტკივილისთვის

თავის ტკივილის ტიპისა და სიძლიერის მიხედვით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ცივი ან თბილი კომპრესები.

ცივი კომპრესის დამზადების უმარტივესი გზაა ყინულის ჩადება ჩანთაში, რომელსაც შემდეგ შემოახვევთ ქსოვილს ან პირსახოცს, რათა თავიდან აიცილოთ კანის დაზიანებები, როდესაც კომპრესს შუბლზე დაიდებთ.

თბილი კომპრესის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ შემდეგი: აიღეთ პატარა ტომარა და 2/3 ნაწილი გაავსეთ თბილი უმი ბრინჯით. ტომარას თავი უნდა შეუკეროთ, რომ ბრინჯი არ გადმოიყაროს. თუ თავის ტკივილი გაქვთ, შეგიძლიათ ბრინჯის ბალიში გაათბოთ მიკროტალღურ ღუმელში დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში და მოათავსოთ კისერზე ან შუბლზე, რათა სწრაფად შემსუბუქდეს ტკივილი.

ეთერზეთები

დადასტურებულია, რომ ეთერზეთების გარკვეული სურნელი დადებითად მოქმედებს თავის ტკივილის შემსუბუქებაზე და შემცირებაზე. თუ ხშირად გტკივათ თავი, ცუდი არ იქნება, თუ ყოველთვის თან გექნებათ ბოთლით ეთერზეთი, ევკალიპტის, პიტნის ან ლავანდის ზეთი.

მცენარეული ჩაი უეცარი თავის ტკივილის საწინააღმდეგოდ

თბილი მცენარეული ჩაი შესანიშნავი საშუალებაა თავის ტკივილის შესამსუბუქებლად. შემდეგ ჯერზე, როცა თავის ტკივილი შეგაწუხებთ, გირჩევთ დალიოთ ჯანჯაფილის ან გვირილის ჩაი.

სუნთქვის ვარჯიშები

უეცარი თავის ტკივილის სწრაფად მოხსნის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება სწორი სუნთქვაა. ასეა, სწორად წაიკითხეთ, თავის ტკივილით გამოწვეული ტკივილის შესამსუბუქებლად, მხოლოდ სუნთქვა გჭირდებათ. სწორი სუნთქვითი ვარჯიშების საშუალებით შესაძლებელია კუნთების მოდუნება და ამით ტკივილის შემცირება.

იმისთვის, რომ სუნთქვითი ვარჯიშები მაქსიმალურად წარმატებული იყოს, იდეალური იქნება, იჯდეთ მშვიდ ადგილას, სადაც შეგიძლიათ ფოკუსირება მოახდინოთ თქვენს სუნთქვაზე ისე, რომ ვინმემ არ შეგაწუხოთ. თქვენ უნდა ისუნთქოთ ჩვეულებრივზე უფრო ღრმად და ნელა და შეეცადოთ თქვენი სუნთქვა რიტმული გახადოთ: ჩაისუნთქეთ ხუთი წამის განმავლობაში, შემდეგ ამოისუნთქეთ ხუთი წამის განმავლობაში.

დატენიანება

თავის ტკივილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დეჰიდრატაციაა. ამიტომ კარგი იქნება დაფიქრდეთ დღის განმავლობაში მიღებული სითხის რაოდენობასა და სახეობაზე, რომ თავის ტკივილი არც კი გამოჩნდეს.

ასევე, მოერიდეთ კოფეინირებული სასმელების გადაჭარბებულ მოხმარებას დღის განმავლობაში, რადგან ყავამ, ენერგეტიკულმა სასმელებმა და გაზიანმა სასმელებმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი. რა თქმა უნდა, თავის ტკივილის კიდევ ერთი შესაძლო მიზეზია სასმელი, განსაკუთრებით წითელი ღვინო, რომელიც ორგანიზმის ზედმეტ დეჰიდრატაციას იწვევს, ამიტომ ეცადეთ მოერიდოთ მას, თუ ხშირად გაქვთ თავის ტკივილი.

როცა თავის ტკივილი გაქვთ, დალიეთ ერთი ჭიქა ჩვეულებრივი წყალი და მოერიდეთ ყავას, მიუხედავად იმისა, რომ ითვლება, რომ ის თავის ტკივილის კარგ „წამალს“ წარმოადგენს.

ამ რჩევების გათვალისწინებით თავის ტკივილი მკვეთრად შემცირდება.

Facebook კომენტარები