როგორ გამოვიყენოთ ქოქოსის ზეთი, რათა თავიდან აიცილოთ თეთრი თმა, გამელოტება და სხვა თმის პრობლემები? ეს ძალიან კარგი საშუალებაა!
მაღაზიაში შეძენილი შამპუნებისა და კონდიციონერებისგან განსხვავებით, რომლებიც დამზადებულია სილიკონისგან, ქოქოსის ზეთი არა მხოლოდ აძლიერეს თმას, არამედ ღრმად აღწევს დაზიანებული თმის ძირში.
ქოქოსის ზეთი შესანიშნავი საშუალებაა თმის რამდენიმე საერთო პრობლემის მოსაგვარებლად.
ეს პრობლემა შეიძლება იყოს:
თეთრი თმა
იმის გათვალისწინებით, რომ ქოქოსის ზეთი კვებავს სკალპს, ის იცავს თმის ფოლიკულებს. თმაში მაშინ ჩნდება ჭაღარა, როდესაც თმის შეღებვაზე პასუხისმგებელი ფოლიკული კარგავს თავის ეფექტურობას.
ქერტლი
სოკოვანი ინფექციები ქერტლის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ქოქოსის ზეთის სოკოს საწინააღმდეგო თვისებები მას იდეალურს ხდის ქერტლის წინააღმდეგ საბრძოლველად და მის შესანარჩუნებლად.
თმის ცვენა
ქოქოსის ზეთში შემავალი ვიტამინები და ჯანსაღი ცხიმები კურნავს კანს, რაც იწვევს თმის ზრდას და ამცირებს თმის ცვენას. გარდა ამისა, ქოქოსის ზეთი დაგეხმარებათ ინფექციებისა და ანთების დროს, რაც შეიძლება იყოს თმის ცვენის მთავარი მიზეზი.
გაყოფილი თმა
თუ გაწუხებთ დაზიანებული თმა და გაყოფილი ბოლოები, ქოქოსის ზეთი იდეალურია თქვენთვის. გარდა ამისა, ის ანიჭებს თმას ბუნებრივ ბზინვარებას და ატენიანებს მას.
როგორ უნდა ვუმკურნალოთ ამ პრბლემებს ქოქოსის ზეთით?
აიღეთ პატარა თასი და ჩაასხით მასში საჭირო რაოდენობის ქოქოსის ზეთი. მოათავსეთ ქოქოსის ზეთის თასი ცარიელ დიდ თასში. შეავსეთ დიდი თასი თბილი წყლით, იმდენი, რომ პატარას გარს მოეხვიოს. როდესაც ქოქოსის ზეთი გადნება, შეიზილეთ იგი თავის კანში და თმის ღეროს გასწვრივ. შემდეგ შემოიხვიეთ თავზე პირსახოცი ან შარფი და გაიჩერეთ მთელი ღამის გამავლობაში.
მერწმუნეთ, ამ საშუალების გამოყენებით თმასთან დაკავშირებული პრობლემები სულ მალე მოგვარდება.
ტრადიციული მედიცინა არის ცოდნის, უნარებისა და პრაქტიკის ერთობლიობა, რომელიც დაფუძნებულია სხვადასხვა კულტურის თეორიებზე, რწმენასა და გამოცდილებაზე, რომელიც გამოიყენება ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად ფიზიკური და ფსიქიკური დარღვევების პრევენციისა და მკურნალობის გზით.
ხალხური მედიცინა მოიცავს სახლში მომზადებულ მედიკამენტებს, რიტუალებსა და პროცედურებს, თვითნასწავლების მიერ გამოყენებული მკურნალობის ფორმებს დაავადების სიმპტომების შესამსუბუქებლად და დაავადების პროფილაქტიკისთვის.